|
2016-04-10 14:21:03, 976 ნახვა
საზოგადოება
სამცხე-ჯავახეთის სსდ ცენტრი და ეკიპაჟები ინვენტარით აღიჭურვა
სამცხე-ჯავახეთის რეგიონის სასწრაფო დახმარების ცენტრს სამედიცინო და კომპიუტერული ინვენტარი გადაეცა. ექიმებსა და რაიონული სამსახურის ხელმძღვანელებს კი ახალი მოწყობილობების მოხმარებისთვის შესაბამისი ტრენინგი ჩაუტარდათ. ინვენტარის გადაცემისა და პერსონალის სწავლების პროცესს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორი დავით ტორუა და სახელმწიფო რწმუნებული - სამცხე-ჯავახეთის მხარეში აკაკი მაჭუტაძე დაესწრნენ. გადაუდებელი დახმარებისთვის აუცილებელი 20-მდე დასახელების სამედიცინო ინვენტარი სასწრაფოს ყველა ეკიპაჟში დამონტაჟდება. კომპიუტერული მოწყობილობების გადაცემის შედეგად, რაიონულ სამსახურებში ცენტრის პროგრამა ჩაირთვება. მისი მეშვეობით, პერსონალის მორიგეობისა და შვებულების გრაფიკი, ასევე სამედიცინო სახარჯი მასალის ნაშთების რაოდენობა ელექტრონულად აღირიცხება. სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურებში ინვენტარის განაწილება 9 მარტს დაიწყო. მომდენო ეტაპზე სამედიცინო და კომპიუტერული აღჭურვილობა მცხეთა-მთიანეთის რეგიონს გადაეცემა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)