21:41 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-09 12:10:51, 558 ნახვა

საზოგადოება
საკრებულოს დეპუტატებმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნის მემორიალი გვირგვინით შეამკეს

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ტყემალაძემ და თავმჯდომარის მოადგილემ მალხაზ მჭედლიშვილმა წარმომადგენლობითი ორგანოს დეპუტატებთან ერთად 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნის მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

ტრაგედიის ადგილზე მისულმა დეპუტატებმა 27 წლის წინანდელი მოვლენები გაიხსენეს, დაღუპულთა ოჯახებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრეს და 9 აპრილის ტრაგიკული თარიღისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა დაათვალიერეს.

ცნობისთვის, ყოველ წელს, 9 აპრილს, იმ დროს, როდესაც საბჭოთა არმიამ მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევა დაიწყო, სასულიერო პირები ტრაგედიის ადგილზე დაღუპულთა სულის მოსახსენებელ პანაშვიდს იხდიან.

1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მთავრობის სასახლის წინამდებარე ტერიტორიაზე, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო სამხედრო ნაწილებმა საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მიმდინარე მშვიდობიანი აქცია დაარბიეს. ამ ტრაგიკულ დღეს თბილისში 21 უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა, რომელთა შორის უმეტესობა ქალები და ასევე სკოლის მოსწავლეები იყვნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics