21:42 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-08 20:59:05, 624 ნახვა

საზოგადოება
ხიდის რეაბილიტაციის გამო გუდვილის მიმდებარედ საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება

აღმაშენებლის ხეივანში არსებული ხიდი გზაგამტარის (გუდვილის მიმდებარე ტერიტორია) რეაბილიტაციის გამო მიმდინარე წლის 9 აპრილიდან 20 დღის განმავლობაში საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება (დასავლეთიდან ქალაქის ცენტრის მიმართულებით).

როგორც „ექსპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, ხიდზე დაგეგმილია დაზიანებული სადეფორმაციო ნაკერების შეცვლა-რეაბილიტაცია. სამუშაოებს აწარმოებს შპს „კ.მ.პ“. მათივე ინფორმაციით, ასევე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება მარცხენა სანაპიროზე დიდუბის ხიდთან, სადაც ფრაგმენტულად მოწესრიგდება გზის საფარი. შეზღუდვა ამოქმედდება დღეს ღამის 23:00 საათიდან შაბათს დილის 09:00 საათამდე. საგზაო სამუშაოების გამო, ასევედღეს 23:00 საათიდან შაბათს 23:00 საათამდე სამტრედიის ქუჩის ერთმონაკვეთზე (წერეთლის ქუჩიდან აგლაძის ქუჩისკვეთამდე) გადაიკეტება საავტომობილო მოძრაობა. თბილისის მუნიციპალური ტრანსპორტი აღნიშნულ პერიოდში იმოძრავებს ალტერნატიული გზით. თბილისის მერია მოქალაქეებს ბოდიშს უხდის შეფერხებისთვის.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics