|
2016-04-08 13:31:08, 544 ნახვა
საზოგადოება
სუბარი: ეკომიგრანტებს ქონების დარეგისტრირებაში ჩვენი უწყების წარმომადგენლები ეხმარებიან
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრ სოზარ სუბარის განცხადებით, მისი უწყების წარმომადგენლები ეკომიგრანტებს ქონების დარეგისტრირებაში ეხმარებიან. როგორც სუბარმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, უკვე ათასზე მეტი საკუთრებაა აზომილი. "ჩვენ დავიწყეთ ახალი პროექტი ეკომიგრანტებისთვის საკუთრებაში გადაცემა იმ სახლების, რომლებიც მათ მრავალი წლის განმავლობაში ჰქონდათ გადაცემული, მაგრამ ეს არ იყო მათი საკუთრება. ათასზე მეტი ასეთი საკუთრება არის აზომილი. უკვე 235 სახლეზეა გადამოწმებული მთავრობის დადგენილება, რომ მათ საკუთარებაში გადაეცემათ ეს სახლები. მთავრობის დადგენილებიდან სამი თვის ვადაში, თუ არ გადაიფორმებს, ეს დადგენილება უქმდება და თავიდან იწყება პროცედურა. ამიტომ, ჩვენი სამინისტროს წარმომადგენლები მიდიან თითოეულ ოჯახში და მათ ეხმარებიან, რომ ეს ქონება დაირეგისტრირონ", -განაცხადა სუბარმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)