|
2016-04-08 12:05:06, 566 ნახვა
საზოგადოება
გარდაბნის მუნიციპალიტეტში მზის ენერგიის პოტენციალის შესწავლა იწყება
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსა და კომპანია „მზის ენერგიის კომპანიას“ შორის დადებული მემორანდუმი გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ქალაქ გარდაბნისა და სოფელ კალინინოს ტერიტორიაზე მზის პოტენციალის შესწავლას ითვალისწინებს. ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, კონკრეტულად, ელექტროსადგურის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური საკითხების შესწავლას, შემდგომში მისი მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების მიზნით. მემორანდუმის თანახმად, კომპანია 12 თვის განმავლობაში გარდაბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩაატარებს ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას და საჯარო განხილვებს, მოამზდებს გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშს და ელექტროსადგურის მშენებლობის შესახებ შესაბამის წინადადებას წარუდგენს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს. „მზის ენერგიის კომპანია“ „Headwall Power International”-ის წარმომადგენელია საქართველოში. Headwall Power International” კი ამერიკული კომპანიაა, რომელსაც ალტერნატიული ენერგიების მიმართულებით, მსოფლიოში დიდი გამოცდილება აქვს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)