|
2016-04-08 11:43:49, 550 ნახვა
საზოგადოება
ზემო ფონიჭალაში ღოღობერიძის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ზემო ფონიჭალაში ღოღობერიძის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. როგორც „ექსპრესნიუსს“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, 440 მეტრი სიგრძის ქუჩაზე უკვე განხორციელდა დაზიანებული ასფალტის ფრეზირება და მოიჭრა დაზიანებული გრუნტი. ამჟამად, მიმდინარეობს ქვიშა-ხრეშითა და ფრაქციული ღორღით გზის საფუძვლის მოწყობა. უწყების ინფორმაციით, საფუძვლის მოწყობის შემდეგ, გზაზე დაიგება ორფენიანი ასფალტბეტონის საფარი; საფუძვლის დაცვის მიზნით, ჩაშენდება ბეტონის კიუვეტები; მოეწყობა ტროტუარები და ეზოებში შესასვლელები. ღოღობერიძის ქუჩის რეაბილიტაციას, თბილისის მერიის დაკვეთით, შ.პ.ს. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია" აწარმოებს. სამუშაოებზე 30 ადამიანია დასაქმებული. ღოღობერიძის ქუჩის რეაბილიტაცია წელს, თებერვალში დაიწყო და მაისში დასრულდება. შედეგად, ქუჩაზე მოძრაობა უსაფრთხო და კომფორტული იქნება, როგორც ფეხით მოსიარულეების, ისე - მძღოლებისათვის.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)