|
2016-04-07 17:25:44, 836 ნახვა
სამართალი
პირადი ცხოვრების ხელყოფისთვის დადგენილი სასჯელის ზომა გამკაცრდება
პირადი ცხოვრების ხელყოფისთვის დადგენილი სასჯელის ზომა გამკაცრდება. იურდიულ საკითხთა კომიტემა პირველი მოსმენისთვის განიხილა კანონპროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომლის ინიციატორიც ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტია. წარმოდგენილი ცვლილებით, ნორმიდან, რომელიც პირადი, ან ოჯახური საიდუმლოს, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის, ან პერსონალური მონაცემების ხელყოფისათვის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას აწესრიგებს, ცალკე მუხლად გამოიყოფა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა. აღნიშნული ქმედებისთვის განისაზღვრება შესაბამისი მაკვალიფიცირებელი გარემოებები და სასჯელი, კერძოდ: პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გამოყენება, გავრცელება, ან ხელმისაწვდომობის სხვაგვარი უზრუნველყოფა დაისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე; პირადი ცხოვრების ხელყოფის ქმედება ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელსაც სამსახურებრივი მდგომარეობის, პროფესიული საქმიანობის ან სხვა გარემოების გამო ევალებოდა ამ საიდუმლოს დაცვა ან რომელმაც აღნიშნული ქმედება ჩაიდინა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დაისჯება თავისუფლების აღკვეთით შვიდიდან ათ წლამდე. როგორც საკითხის თაობაზე მომხსენებელმა, პარლამენტის წევრმა, გედევან ფოფხაძემ განაცხადა, წარმოდგენილი ცვლილება იმის მაჩვენებელია, რომ პირადი საიდუმლოება გამოცხადდება განსაკუთრებულ სიკეთედ, „რომელსაც განსაკუთრებული დაცვა სჭირდება და ეს არის არა მარტო ინდივიდუალური სიკეთე იმ ადამიანის, ვის მიმართაც ხორციელდება მსგავსი დანაშაულის ჩადენა, არამედ არის საზოგადოებრივი სიკეთე“. კანონპროექტის მიმართ მხარდაჭერა გამოხატეს, როგორც საპარლამენტო უმრავლესობის, ასევე საპარლამენტო უმცირესობის წევრებმა, თუმცა საპარლამენტო უმცირესობის წევრთა განცხადებით, აღნიშნული საკითხთან დაკავშირებით უნდა ყოფილიყო მეტი შემოთავაზება.
მსოფლიოში გადაადგილებისთვის საუკეთესო ქვეყნების რეიტინგი შედგა: ევროპა ლიდერობს
იზმირში ხალხს პოლიციამ ოპოზიციის ლიდერის მოსმენის უფლება არ მისცა და წყლის ჭავლით დაშალა
CENTCOM: აშშ-ის საზღვაო ძალებმა ბლოკადის დაწყებიდან, ირანთან დაკავშირებული 108 გემი ჩაკეტეს
გუტერეში: მსოფლიოში დაახლოებით 800 მილიონი ადამიანი კვლავ უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)