21:22 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-06 16:21:42, 571 ნახვა

საზოგადოება
ნოდარ ხადურმა ჰანს-დიტრიხ გენშერის გარდაცვალების გამო, სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა

ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა, გერმანიის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის, ჰანს-დიტრიხ გენშერის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა და ეროვნულ ბიბლიოთეკაში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა.

„ვიზიარებ გერმანელი ხალხის მწუხარებას ერთიანი გერმანიის ერთ-ერთი შემოქმედის, ქართველი ხალხის დიდი მეგობრის, თანამედროვეობის გამოჩენილი პოლიტიკოსისა და დიპლომატის, ჰანს-დიტრიხ გენშერის გარდაცვალების გამო.

სწორედ ბატონი გენშერის დიდი დამსახურებაა გერმანიის გაერთიანება, ბერლინის კედლის დანგრევა - რაც ევროპის გაერთიანების მნიშვნელოვანი წინაპირობა გახდა. აგრეთვე დამოუკიდებელ საქართველოში უცხო ქვეყნის პირველი საელჩოს გახსნა, რაც კარგი და მისაბაძი მაგალითი აღმოჩნდა ჩვენი მეგობარი და პარტნიორი ქვეყნებისთვის.

ქედს ვიხრი ბატონი გენშერის ნათელი ხსოვნის წინაშე", - ნათქვამია მინისტრის სამძიმრის ჩანაწერში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics