21:22 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-05 16:44:52, 562 ნახვა

საზოგადოება
ნოდარ ხადური გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების ახალ ხელმძღვანელს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) სამხრეთ კავკასიის ბიუროს ახალ ხელმძღვანელს, მერი შეფერს შეხვდა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო და მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრის დასაწყისში, ფინანსთა მინისტრმა მწუხარება გამოთქვა გერმანიის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის, ჰანს-დიტრიხ გენშერის გარდაცვალების გამო და თანაგრძნობა გამოხატა გერმანიის მთავრობისა და გერმანელი ხალხის მიმართ. როგორც ნოდარ ხადურმა აღნიშნა, ჰანს-დიტრიხ გენშერს უდიდესი წვლილი მიუძღვის ქართულ-გერმანული ურთიერთობების განვითარების საქმეში.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს იმ პროექტებზე, რომელსაც გერმანიის მთავრობის დავალებით გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) საქართველოში ახორციელებს ტექნიკური დახმარების სახით.

კერძოდ, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება ფინანსთა სამინისტროს მხარდაჭერას უწევს საჯარო ფინანსების მართვის მიმართულებით, რომელიც მოიცავს ისეთ საკითხებს როგორიცაა სახელმწიფო შიდა კონტროლი, საბაჟო და საგადასახადო კანონმდებლობა და ბიუჯეტირების საკითხები.

მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ არსებული წარმატებული თანამშრომლობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics