|
2016-04-05 14:19:16, 552 ნახვა
საზოგადოება
სტაჟირების პროგრამის ,,დაიწყე კარიერა" პირველი ეტაპი დასრულდა
თბილისის მერიის სტაჟირების პროგრამის ,,დაიწყე კარიერა" პირველი ეტაპი დასრულდა. მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, პროექტის მონაწილე სტუდენტებს სერტიფიკატები თბილისის მერმა დავით ნარმანიამ და მერის მოადგილეებმა ნინა ხატისკაცმა და ირაკლი ლექვინაძემ გადასცეს. ღონისძიებაზე სტაჟირების პროგრამის პირველი ეტაპი შეაჯამეს და იმ შესაძლებლობებზე ისაუბრეს, რაც პროექტში ჩართულ სტუდენტებს ეძლევათ. პროექტი თბილისის მერიის ინიციატივით, 2015 წლის დეკემბრიდან ხორციელდება და მერიის მიერ დაფუძნებულ ორგანიზაციებში დამამთავრებელი კურსის სტუდენტთა სამთვიან სტაჟირებას გულისხმობს. პროგრამის მიზანია მონაწილეებმა, სპეციალობის შესაბამისად, აიმაღლონ პრაქტიკული უნარები და სხვა დარგობრივი თუ ზოგადი კომპეტენციები. თბილისის მერის შეფასებით, ,,დაიწყე კარიერა" ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. „სტუდენტებს საშუალება მიეცათ თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გადაეტანათ. ჩართულები იყვნენ მერიის სამსახურების ყოველდღიურ საქმიანობაში. მათ გაიღრმავეს ცოდნა და შეიძინეს პრაქტიკული უნარ-ჩვევები, რაც პროფესიულ განვითარებაში დაეხმარებათ“, - განაცხადა დავით ნარმანიამ. პირველ ეტაპზე სტაჟირება 100-მდე სტუდენტმა გაიარა. მალე პროგრამის ახალი ეტაპი დაიწყება. სტაჟირების მონაწილეობის წესი და შერჩევის კრიტერიუმები მერიის ვებ გვერდზე განთავსდება. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ მერის მოადგილეები, საკრებულოს, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების და მერიის დაფუძნებული ორგანიზაციების წარმომადგენლები.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)