|
2026-04-27 17:56:49, 3032 ნახვა
პოლიტიკა
ნაციონალურმა მოძრაობამ ფასების სტაბილურობისთვის საკუთარი ხედვა წარადგინა
ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ საქართველოში ფასების სტაბილურობისთვის საკუთარი ხედვა წარადგინა. პარტიის განცხადებით, მათი მიზანია ქართული ოცნების კორუფციული სქემების დაშლა, საწვავის ფასების სტაბილიზაცია, ენერგოტარიფებში არსებული სისტემური კორუფციის აღმოფხვრა და ქართველი ფერმერებისა და გლეხების რეალური მხარდაჭერა. ენმ-მ საზოგადოებას ფასების სტაბილურობისთვის 3-პუნქტიანი გეგმა გააცნო. პირველი ნაბიჯი საწვავის პოლიტიკას ეხება. "ქართული ოცნების პირობებში მოქმედი აქციზის მძიმე განაკვეთები: ბენზინი: 500 ლარი/ტონა დიზელი: 400 ლარი/ტონა ბუნებრივი აირი (CNG): 200 ლარი/1000 მ³ ნავთობის აირი (LPG): 300 ლარი/ტონა ჩვენი ანტიკრიზისული გეგმა ითვალისწინებს აქციზის 50%-ით შემცირებას: ბენზინი: 250 ლარი დიზელი: 200 ლარი ბუნებრივი აირი (CNG): 100 ლარი ნავთობის აირი (LPG): 150 ლარი შედეგი: საწვავის ფასი შემცირდება 30-40 თეთრით ლიტრზე, რაც შეამსუბუქებს ინფლაციურ წნეხს მოსახლეობაზე. გრძელვადიანი რეფორმა: გადასვლა მცურავი აქციზის სისტემაზე, ფასების ავტომატური სტაბილიზაციისთვის. საწვავის მიმართულებით ჩვენი პრიორიტეტია საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების განვითარება და ინვესტიციების მოზიდვა. ეს ნიშნავს ადგილობრივი წარმოების გაძლიერებას, მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნას და, რაც მთავარია, რეალური ბერკეტის მიღებას საწვავის ფასებზე გავლენის მოსახდენად". - წერია ენმ-ის განცხადებაში. პარტიის ხედვით, შემდეგი ნაბიჯი გულისხმობს მორატორიუმს დენის გაზრდილ ტარიფებზე.
შედეგი: მომხმარებლის დაცვა, კორუფციული სქემების დაშლა და ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა". - წერს ენმ. მესამე ნაბიჯი კი სოფლის მხარდაჭერას გულისხმობს. "მიზნობრივი საწვავის პროგრამა:
პროგრამა ორიენტირებულია მცირე და საშუალო მიწათმფლობელებზე. შედეგი: აგროპროდუქციის თვითღირებულების შემცირება და სასურსათო უსაფრთხოების გაძლიერება". - წერია ენმ-ის განცხადებაში. ენმ-ის განცხადებით, მათი ამოცანა კონკურენციის აღდგენა და პარალელური იმპორტის დაშვებაა. "ფასების პოლიტიკაში ჩვენი ამოცანაა კონკურენციის აღდგენა, ანუ უნდა დაიშალოს მონოპოლიები ბრენდულ პროდუქტებზე და დაშვებული იყოს პარალელური იმპორტი. ეს გაზრდის არჩევანს, გააჩენს რეალურ კონკურენციას და ბუნებრივად შეამცირებს ფასებს. ჩვენი ხედვა მკაფიოა: სახელმწიფო პოლიტიკა მიმართული იქნება არა ფასების ხელოვნურ ზრდაზე, არამედ მათ სტაბილიზაციაზე. ტარიფები უნდა ასახავდეს რეალურ ეკონომიკურ ხარჯებს და დაცული იყოს ქართული ოცნების კორუფციული ზემოქმედებისგან". - წერს ნაციონალური მოძრაობა.
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)