|
2016-04-01 14:53:04, 380 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი მადლენ ოლბრაიტს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, ვაშინგტონში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, „ოლბრაიტ სტოუნ ბრიჯ ჯგუფის" ხელმძღვანელს და ყოფილ სახელმწიფო მდივანს მადლენ ოლბრაიტს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა შეხვედრაზე საქართველო-ამერიკის ურთიერთობებზე, რეგიონში არსებულ ვითარებაზე, რუსეთისა და უსფრთხოების საკითხებზე და ასევე საქართველოში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე ისაუბრეს. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანმა თენგიზ ფხალაძემ განაცხადა, ამერიკული მხარე საპარლამენტო არჩევნების საკითხით დაინტერესდა და აღინიშნა, რომ ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების განვითარებისა და დემოკრატიის ხარისხის ამაღლებისათვის მნიშვნელოვანია ის თუ როგორ ვითარებაში გაიმართება არჩევნები, ამიტომ საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ არჩევნები თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარდეს. შეხვდრას ესწრებოდნენ ეროვნული უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე ირინე იმერლიშვილი, პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, საქართველოს ელჩი აშშ-ში არჩილ გეგეშიძე.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)