12:02 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-04-18 11:29:19, 5280 ნახვა

პოლიტიკა
კონგრესმენი უილსონი: აშშ-სთვის მნიშვნელოვანია, რომ ანაკლია პეკინის დომინირების ქვეშ არ მოექცეს

„ამერიკის შეერთებული შტატებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ [ანაკლიის პორტი] ღია დარჩეს და პეკინის დომინირების ქვეშ არ მოექცეს“, - განაცხადა აშშ-ის კონგრესმენმა ჯო უილსონმა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში.

კითხვაზე, რისკავს თუ არა საქართველო შეერთებული შტატებისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის დაკარგვას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ბოლო დროს მიღწეული პროგრესის ფონზე, კონგრესმენმა აღნიშნა, რომ საქართველო რეგიონში მნიშვნელოვან ქვეყნად რჩება. თუმცა, მან შეშფოთების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად რუსეთთან და ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან მზარდი თანამშრომლობა დაასახელა, განსაკუთრებით შავი ზღვის ანაკლიის პორტის კონტექსტში.

„ჩინეთის ინტერესი ანაკლიის მიმართ დაკავშირებულია ცენტრალური აზიიდან იშვიათი მიწების რესურსების ტრანსპორტირების კონტროლთან. ეს რესურსები უნდა გაიაროს საქართველოზე, რაც პორტს სტრატეგიულად მნიშვნელოვანს ხდის. შეერთებული შტატებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ეს ინფრასტრუქტურა ღია დარჩეს და პეკინის დომინირების ქვეშ არ მოექცეს“.

ასევე არსებობს შეშფოთება საქართველოს მთავრობის გარკვეულ ელემენტებსა და ირანს შორის დაახლოების შესახებ. სხვადასხვა ცნობები შესაძლო თანამშრომლობაზე მიუთითებს, მათ შორის სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებაზე. ეს განსაკუთრებით საგანგაშოა ირანის ხელისუფლების მიერ განსხვავებული აზრის მკაცრი ჩახშობისა და ფართოდ გავრცელებული რეპრესიების გათვალისწინებით.

„ჩემი აზრით, ასეთი ქმედებები და კავშირები არ ასახავს ქართველი ხალხის ნებასა და მისწრაფებებს, რომლებმაც მუდმივად გამოხატეს ერთგულება თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მიმართ“, - განაცხადა უილსონმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე ამტკიცებს, რომ ბიზნესი არის თავისუფალი და კორუფციისგან თავისუფლების კუთხით გვაქვს ძალიან მაღალი მაჩვენებელი
ევროკომისიის ეკონომიკური პროგნოზი - ინფლაცია გასულ წელს გაიზარდა სურსათის ფასების ზრდისა და მოთხოვნის ზეწოლის გამო და 2026 წელსაც მაღალი დარჩება
ევროკომისიის ეკონომიკური პროგნოზის მიხედვით, ინვესტიციების ზრდა, შემცირებული დარჩება შიდა პოლიტიკურ სიტუაციასთან დაკავშირებულ გაზრდილ გაურკვევლობის გამო
თუ საზღვარგარეთ განათლების მიღება გსურთ, დაესწარით საქართველოს ბანკისა და LEAF-ის ვებინარს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics