12:02 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-04-15 19:42:52, 5868 ნახვა

პოლიტიკა
სანქცირებული, პროსახელისუფლებო „იმედის“ იურიდიული სამსახურის უფროსი, კომუნიკაციების კომისიის წევრი გახდა

ივანიშვილის კონტროლირებადმა პარლამენტმა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრად, 80 ხმით, ანი ვაზაგაშვილი აირჩია. ვაზაგაშვილი სანქცირებული ტელეიმედის მთავარი იურისტი იყო.

იგი „იმედისა“ და „მაესტროს“ იურიდიულ დეპარტამენტს 2024 წლის 21 ივნისიდან ხელმძღვანელობს. 

პრეზიდენტმა კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტს წარუდგინა მთავრობის მიერ წარმოდგენილი ანი ვაზაგაშვილის, გიორგი ელისაშვილის და სოლომონ ექვთიმიშვილის კანდიდატურები.

აღნიშნული საკითხის პლენარულ სხდომაზე კენჭისყრამდე, პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატებს მოუსმინა.

კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია, წარდგენილ კანდიდატურებს პლენარულ სხდომაზე განხილვის გარეშე ეყარათ კენჭი.

ანა ვაზაგაშვილი კომუნიკაციების კომისიაში ვახტანგ აბაშიძეს შეცვლის, რომელიც უწყებაში 2014 წლიდან მუშაობდა. მას კომისიაში მუშაობის გამოცდილება ჯერ კიდევ 2000-2004 წლებში დაუგროვდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე ამტკიცებს, რომ ბიზნესი არის თავისუფალი და კორუფციისგან თავისუფლების კუთხით გვაქვს ძალიან მაღალი მაჩვენებელი
ევროკომისიის ეკონომიკური პროგნოზი - ინფლაცია გასულ წელს გაიზარდა სურსათის ფასების ზრდისა და მოთხოვნის ზეწოლის გამო და 2026 წელსაც მაღალი დარჩება
ევროკომისიის ეკონომიკური პროგნოზის მიხედვით, ინვესტიციების ზრდა, შემცირებული დარჩება შიდა პოლიტიკურ სიტუაციასთან დაკავშირებულ გაზრდილ გაურკვევლობის გამო
თუ საზღვარგარეთ განათლების მიღება გსურთ, დაესწარით საქართველოს ბანკისა და LEAF-ის ვებინარს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics