13:03 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-04-11 13:11:20, 7671 ნახვა

პოლიტიკა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებულ ვითარებას 21 აპრილს განიხილავენ

21 აპრილს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოში არსებულ ვითარებასაც განიხილავენ. ეს 21 აპრილს დაგეგმილი ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დღის წესრიგშია მითითებული.

„მინისტრები სომხეთის დედაქალაქ ერევანში დაგეგმილი ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის სამიტის წინ სამხრეთ კავკასიის საკითხებზე, განსაკუთრებული აქცენტით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობებზე, მოსაზრებებს გაცვლიან და ასევე განიხილავენ საქართველოში არსებულ ვითარებას“, - ნათქვამია დღის წესრიგში.

ასევე დაგეგმილია რუსეთის ომის, ახლო აღმოსავლეთში არსებული სიტუაციის და სუდანის განხილვა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე სინდისის პატიმრებზე - სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება
კობახიძის მტკიცებით, შეკრების გამართვა საქართველოში ყველას შეუძლია და ამ შემთხვევაში საუბარი იყო კონკრეტული აპარატურის განთავსებაზე
საქართველოში სამომხმარებლო ფასების ინფლაცია 2024 წლის 1%-დან 2025 წელს 3.9%-მდე გაიზარდა, ხოლო 2026 წლის აპრილში წინა წელთან შედარებით 5.9%-ს მიაღწია
კობახიძე ამტკიცებს, რომ ბიზნესი არის თავისუფალი და კორუფციისგან თავისუფლების კუთხით გვაქვს ძალიან მაღალი მაჩვენებელი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics