13:03 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-04-09 13:40:29, 6781 ნახვა

პოლიტიკა
ბექა დავითულიანი ქალ აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდა

"ქართული ოცნების" დეპუტატი, ბექა დავითულიანი ქალ აქტივისტს, მარიამ მეყანწიშვილს 9 აპრილის მემორიალთან ფიზიკურად გაუსწორდა. 

მმართველი პარტიის ლიდერი აქტივისტების პროტესტმა გააღიზიანა. მარიამ მეყანწიშვილი ბექა დავითულიანს "მონას" და "რუსეთის აგენტს" ეძახდა. 

"ქართული ოცნების" დეპუტატის განმარტებით, მან უბრალოდ "გწია" აქტივისტი იმიტომ, რომ ხელს უშლიდა კომუნიკაციაში. 

გავწიე უბრალოდ იმიტომ, რომ ხელს მიშლიდა თქვენთან კომუნიკაციაში. თავზე რომ დაგადგეთ, გაგინოთ და მონა გეძახოთ და თქვენ რომ ესე გამიკეთოთ, ეს არის ციხეში ჩასასმელი საქმე? ჩავყავი ხელი ჩემსა და მას შორის და გავწიე," - თქვა ბექა დავითულიანმა. 

რაც შეეხება მარიამ მეყანწიშვილს, მისი განცხადებით, ის სასამართლოში სარჩელის შეტანას არ აპირებს, რადგან წინასწარ იცის, რომ მოსამართლე ბექა დავითულიანის მიმართ მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლება. 

რუსი ბექა დავითულიანი დარჩა უარგუმენტოდ იმ სიტყვების მიმართ, რას მას რეალურად ეკუთვნოდა. ის არის რუსი აგენტი და ქვეყნის ინტერესების გამყიდველი, მე არ მითქვამს ისეთი რამ, რაც მის ეპითეტად ვერ გამოიყენებოდა, შესაბამისად ამაზე გამწარებულმა, სიმართლე მწარეა ყოველთვის, არგუმენტად ვეღარ მოიშველია ვერანაირი სიტყვა, რადგან მათ არც განათლება, არც შესაბამისი კულტურა გამოხატვის, არც ფორმები არ გააჩნიათ,ა მიტომ გადაწყვიტა ძალადობით და ფიზიკური ანგარიშსწორებით გამსწორებოდა. 

რა თქმა უნდა რომ ვცხოვრობდეთ სამართლებრივ სახელმწიფოში და მქონდეს გარანტია, რომ სასამართლოში შეტანილის სარჩელი სწორედ ისე წარმომართება, როგორც სამართლებრივ, დემოკრატიულ, კონსტიტუციურ სახელმწიფოებში ხდება ხოლმე აუცილებლად ვუჩივლებდი. მაგრამ ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა, არ ვაპირებ, რადგან წინასწარ უკვე ვიცი მოცემულობა, რა მოცემულობა იქნება, მინიმუმ რაღაც სიტყვიერი გაფრთხილება იქნეს მოსამართლის [მიერ] გამოცხადებული რუსი აგენტი, ბექა დავითულიანის მიმართ. ვფიქრობ ჩემთვის ეს დროის ფუჭი კარგვაა და მე გავაგრძელებ ბრძოლას ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის და ბოლომდე ვიბრძოლებ მიუხედავად ამ ყველაფრისა, რაც დღეს საქართველოში ხდება," - განაცხადა მარიამ მეყანწიშვილმა. 

საკრებულოს წევრების მემორიალთან მისვლის დროს, აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ: "მონებო"; "რუსებო"; "სამარცხვინოებო". 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე სინდისის პატიმრებზე - სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება
კობახიძის მტკიცებით, შეკრების გამართვა საქართველოში ყველას შეუძლია და ამ შემთხვევაში საუბარი იყო კონკრეტული აპარატურის განთავსებაზე
საქართველოში სამომხმარებლო ფასების ინფლაცია 2024 წლის 1%-დან 2025 წელს 3.9%-მდე გაიზარდა, ხოლო 2026 წლის აპრილში წინა წელთან შედარებით 5.9%-ს მიაღწია
კობახიძე ამტკიცებს, რომ ბიზნესი არის თავისუფალი და კორუფციისგან თავისუფლების კუთხით გვაქვს ძალიან მაღალი მაჩვენებელი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics