|
2026-03-16 18:50:15, 2612 ნახვა
პოლიტიკა
გაცნობებთ 4 ინიციატივას - ოპოზიციის ალიანსი მომდევნო 1 თვის გეგმებზე საუბრობს
ოპოზიციის ალიანსმა იმ საკითხებზე ისაუბრა, რის გაკეთებასაც ისინი მომდევნო 1 თვის განმავლობაში გეგმავენ. განცხადება საერთო ბრიფინგზე გიგა ლემონჯავამ გააკეთა. "პასუხისმგებლობას ვიღებთ, რომ მოსკოვის მექანიზმის ანგარიშში ჩაწერილი კონკრეტული ინიციატივები მოქმედებაში მოვიდეს. მათ შორის, გვინდა, საზოგადოებას 4 ყველაზე მნიშვნელოვანი ინიციატივის, პასუხისმგებლობის შესახებ მოვუყვეთ, რასაც ჩვენ მომდევნო 1 თვის განმავლობაში გავაკეთებთ.
10 მარტს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (OSCE/ODIHR) მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში საქართველოში 2024 წლის გაზაფხულის შემდეგ ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების მხრივ მოვლენების განვითარებასთან დაკავშირებით ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის ავტორი პროფესორი პატრისია გჟებიკია. ცნობისთვის, ეუთოს 23-მა ქვეყანამ, მათ შორის, გერმანიამ და გაერთიანებულმა სამეფომ, საქართველოში ადამიანის უფლებების გაუარესებული მდგომარეობის შესასწავლად მოსკოვის მექანიზმი იანვრის ბოლოს აამოქმედა. ანგარიშის მიხედვით, მომხსენებელმა 14-დღიანი მისიის დროს დაადგინა, რომ მანდატით განსაზღვრულ პერიოდში, ანუ 2024 წლის გაზაფხულის შემდეგ, საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა შეინიშნებოდა. დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ მომხსენებელმა შეამჩნია "ძალადობისა და სხვაგვარად ძალის ბოროტად გამოყენების შემთხვევები დემონსტრანტების, პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ," ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში, ანგარიშის მიხედვით, ძალადობამ, შეიძლება ითქვას, რომ "წამების ზღვარსაც მიაღწია," რასაც "თან ახლდა" ძალადობის ჩამდენთა "სრული დაუსჯელობა".
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
ირაკლი კობახიძე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა
ორ თვეში საქართველოს სანაპიროზე დაახლოებით 40 დელფინი გამოირიყა
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)