|
2026-03-16 12:52:16, 2112 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი - ზელენსკი და სანდუ, ადამიანები, რომლებმაც პარტიები გააუქმეს თავიანთ ქვეყანაში, ჩვენ გვეუბნებიან, საკონსტიტუციო სასამართლოდან გამოვიტანოთ სარჩელი
ივანიშვილის პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა კომენტარი გააკეთა ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში საქართველოზე მომზადებულ დოკუმენტსა და ამ დოკუმენტში მოცემულ რეკომენდაციებთან დაკავშირებით. პაპუაშვილმა თქვა, რომ ზელენსკი და სანდუ, ადამიანები, რომლებმაც პარტიები გააუქმეს თავიანთ ქვეყანაში, "ჩვენ გვეუბნებიან, საკონსტიტუციო სასამართლოდან გამოვიტანოთ სარჩელი". „ერთი რეკომენდაციაა, რომ საქართველოს პარლამენტის იმ წევრებმა, რომლებმაც მივმართეთ საკონსტიტუციო სასამართლოს რამდენიმე პარტიასთან დაკავშირებით, მათ არაკონსტიტუციურად ცნობაზე, ეს სარჩელი გამოვიტანოთ. თუ შევხედავთ ქვეყნებს, ვინ დაუჭირა მხარი ამ რეკომენდაციას – უკრაინამ, რომელსაც 22 პარტია აქვს გაუქმებული ბოლო სამ წელიწადში, მოლდოვამ, რომელსაც სამი პარტია აქვს გაუქმებული და თან ისე, რომ არჩევნებამდე ორი დღით ადრე გააუქმა. ახლა მითხარით, რამე სერიოზულად მივიღოთ, როცა უკრაინის ხელისუფლება, ზელენსკი და სანდუ, ადამიანები, რომლებმაც პარტიები გააუქმეს თავიანთ ქვეყანაში, ჩვენ გვეუბნებიან, საკონსტიტუციო სასამართლოდან გამოვიტანოთ სარჩელი. აღმოჩნდა, რომ ადამიანი, რომელსაც პროფესიული სახით არანაირი შეხება საქართველოსთან არ ჰქონია, რომ ცოდნა ჰქონდეს საქართველოზე, ორი დღე იყო აქ და შემდეგ ორ დღეში ასგვერდიანი დოკუმენტი დაწერაო, ასე გვეუბნებიან. ნაკლებად დამაჯერებელია, რომ დაწყებული გამოხატვის თავისუფლებიდან, დასრულებული უმაღლესი განათლების რეფორმით, ეს ერთი ადამიანი იმდენად კომპეტენტური იყო, რომ 100-გვერდიანი დოკუმენტი დაეწერა რამდენიმე დღეში. შემდეგ მოგვაწოდეს ეს პროექტი, რის საპასუხოდაც 100-გვერდიანი პასუხი გაეცა ამ პროექტს, შენიშვნები და კომენტარები, წინა სამშაბათს და ხუთშაბათს გამოვიდა პირდაპირ სხდომაზე შეუცვლელი დოკუმენტი. მეს აჩვენებს, რომ მას წაკითხულიც კი არ ჰქონდა კომენტარები ამასთან დაკავშირებით. ერთი მხრივ, ჩნდება ეჭვი, რომ ეს არის დოკუმენტი, რომელიც კომპილაციაა იმ სურვილებისა და განზრახვებისა, რომლებიც ინიციატორ ქვეყნებს ჰქონდათ საქართველოსთან დაკავშირებით და გამოიყენეს ეს ექსპერტი, რათა რაღაცა ფორმა მიეცათ. მეორე, აღმოჩნდა, რომ ეს ადამიანი არის პირდაპირ დაკავშირებული პოლონეთის ხელისუფლებასთან, არის პოლონეთის ხელისუფლების ნდობით აღჭურვილი პირი, ფინანსდება პოლონეთის ხელისუფლების მხრიდან, დაყენებული იყო კანდიდატურად გაერო-ში პოლონეთის ხელისუფლების მხრიდან, არის პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებული კვლევითი ცენტრის საბჭოს წევრი. სტიპენდიებს იღებდა, რაც პირდაპირ აჩვენებს, რომ ეს არის პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ანუ ხელისუფლებასთან დაკავშირებული პირი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
ირაკლი კობახიძე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა
ორ თვეში საქართველოს სანაპიროზე დაახლოებით 40 დელფინი გამოირიყა
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)