|
2026-03-14 16:53:18, 3986 ნახვა
პოლიტიკა
აშშ-ის ცენტრალური სარდლობა: ხარგის კუნძულზე ირანის 90-ზე მეტ სამხედრო სამიზნეს დავარტყით
ხარგის კუნძულზე ირანის 90-ზე მეტ სამხედრო სამიზნეს დავარტყით, - ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის ცენტრალური სარდლობა (CENTCOM) ავრცელებს. აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ცნობით, დარტყმების სამიზნე კუნძულზე არსებული ნავთობის ინფრასტრუქტურა არ ყოფილა. „გასულ ღამეს, აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა ირანის ხარგის კუნძულზე ფართომასშტაბიანი ზუსტი დარტყმები განახორციელა. დარტყმების შედეგად საზღვაო ნაღმების საწყობები, რაკეტების შესანახი ბუნკერები და უამრავი სხვა სამხედრო ობიექტი განადგურდა“, - აცხადებს აშშ-ის ცენტრალური სარდლობა. შეგახსენებთ, ხარგის კუნძულზე დარტყმების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გაავრცელა. „ცოტა ხნის წინ, ჩემი ბრძანებით, აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ ახლო აღმოსავლეთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი დაბომბვა განახორციელა და ირანის ძვირფას მარგალიტზე - ხარგის კუნძულზე - ყველა სამხედრო სამიზნე სრულიად გაანადგურა“, - დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა Truth Social-ზე.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)