|
2026-03-14 15:33:47, 3994 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე: ძალადობრივ ინციდენტებთან დაკავშირებით, 3-4 შემთხვევა იყო, როცა კონკრეტული გადაცდომები იყო
"რაც შეეხება წამებას, წამება თვითონ არის სიცრუე. რაც შეეხება ძალადობრივ ინციდენტებს, გადაცდომებს, მათ შორის სავარაუდოდ დანაშაულებრივ გადაცდომებს, აქ პრაქტიკული პრობლემები იყო, რის გამოც კონკრეტული დამნაშავეების დასჯა ვერ მოხერხდა, თუმცა ჩვენ უკვე მივიღეთ ზომები, იმისათვის, რომ ასეთი რამ აღარ განმეორდეს ჩვენ ქვეყანაში და გახსოვთ, რომ მათ შორის ამ მიღებული ზომების შედეგია 4 ოქტომბრის პროცესები - 4 ოქტომბერს ერთი თმის ღერი არავის ჩამოვარდნია, ისე მოხერხდა დაპირისპირება ხელისუფლების რევოლუციური გზით შეცვლის მორიგ მცდელობასთან. შენიშვნა, რომელიც არის გამოთქმული ძალადობრივ ინციდენტებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, მხედველობაში მისაღებია - ჩვენ უკვე მივიღეთ ზომები ამ ყველაფერთან დაკავშირებით და მომავალშიც აქტიურ ზომებს მივიღებთ. იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა კონკრეტული ადამიანების. რამდენიმე იყო ასეთი შემთხვევა, იყო დაახლოებით 3-4 შემთხვევა, როდესაც კონკრეტული გადაცდომები იყო აშკარად სახეზე და საჯაროდაც გავრცელდა ინფორმაცია, თუმცა კონკრეტული პირების იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა. მაგალითად იყო ერთ-ერთი კონკრეტული ჟურნალისტის შემთხვევა, იყო ერთ-ერთი ახალგაზრდის შემთხვევა, ერთ-ერთი პოლიტიკოსის შემთხვევა - ეს იყო გადაცდომაზე მეტი, სავარაუდოდ, რომ არ დავარღვიოთ უდანაშაულობის პრეზუმფცია, ეს იყო თავისი შინაარსით დანაშაულებრივი გადაცდომები და ინციდენტები, თუმცა ვერ მოხერხდა კონკრეტული პირების იდენტიფიცირება, მაგრამ ჩვენ მივიღეთ ზომები იმისათვის, რომ მომავალში აღარ მომხდარიყო ასეთი რამ. ამის კიდევ ერთი დასტურია 4 ოქტომბერი და პასუხისმგებლობას ვიღებთ, რომ ახალი მენეჯმენტით მომავალში მაქსიმალურად იქნება თავიდან არიდებული ასეთი გადაცდომები. იყო 4 მძიმე გადაცდომა, სამწუხაროდ, ვერცერთ შემთხვევაში იდენტიფიცირება ჯერჯერობით ვერ მოხერხდა - როგავა, ხაბეიშვილი, ერთ-ერთი ახალგაზრდა იყო და მეოთხე შემთხვევა იყო ლეონიძის ქუჩაზე. ეს იყო 4 შემთხვევა", - ამბობს ის.
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)