02:20 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-30 18:01:51, 378 ნახვა

პოლიტიკა
თინათინ ხიდაშელი ფილიპ ჰემონდთან შეხვედრას დაესწრო

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სახელმწიფო მდივანს ფილიპ ჰემონდს სამუშაო სადილზე უმასპინძლა. შეხვედრას საქართველოს მთავრობის სხვა წევრებთან ერთად თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი დაესწრო.

როგორც "ექსპრესნიუსს" თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობებზე და საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხზე ისაუბრეს.

ბრიტანეთის საგარეო მდივანმა დაადასტურა გაერთიანებული სამეფოს მხარდაჭერა საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის გზაზე და ყურადღება მიღწეულ პროგრესზე გაამახვილა.

ქართულმა მხარემ ფილიპ ჰემონდს მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და პარტნიორული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების იმედი გამოთქვა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics