|
2026-03-04 14:50:09, 964 ნახვა
პოლიტიკა
მორგოშიამ თქვა, რომ ფარცხალაძეს ალტ-ინფოს ტელევიზიის 50%-იანი წილის ყიდვა სურდა
ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე დღეს სასამართლოს ჩვენება მისცა პრორუსული, ძალადობრივი ალტ-ინფოს ლიდერმა კონსტანტინე (კოკა) მორგოშიამ. მან ისაუბრა ბიძნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობამდე მის გარშემო შექმნილ გარემოებებზე, ჩამოყალიბებულ ურთიერთობებზე, მათ შორის საქართველოს ყოფილ პროკურორ ოთარ ფარცხალაძესთან, რომელიც გამოძიების თანახმად, ამ მკვლელობის შემკვეთი და ხელმძღვანელი იყო. კოკა მორგოშიამ დეტალურად მოჰყვა, თუ რა გადაკვეთა შეიძლება ჰქონოდათ ლევან ჯანგველაძესა და ოთარ ფარცხალაძეს. გარდა ამისა, მან ისაუბრა მასსა და ოთარ ფარცხალაძეს შორის არსებულ ურთიერთობაზე - ჩვენებისას კოკა მორგოშიამ აღნიშნა, რომ ოთარ ფარცხალაძეს სურდა მისი პარტიის ტელევიზიის 50%-იანი წილის შესყიდვა, თუმცა უარით გაისტუმრა, რის გამოც მასთან კონფლიქტი ჰქონდა. მისი თქმით, ოთარ ფარცხალაძესთან მეგობრული ურთიერთობა არ ჰქონია, ჰქონდა - საქმიანი ურთიერთობა, თქვა, რომ 2013 წელს, როდესაც ოთარ ფარცხალაძე მთავარი პროკურორი იყო, საერთოდ არ იცნობდა. რაც შეეხება ლევან ჯანგველაძესა და ოთარ ფარცხალაძეს შორის ურთიერთობას, კოკა მორგოშიამ თქვა, რომ ლევან ჯანგველაძეს "რუსეთის ფედერაცია პოლიტიკურ აქტიურობას სთავაზობდა", თუმცა ის უარზე იყო. მისივე ჩვენებით, ლევან ჯანგველაძეს "მისდიოდა ინფორმაცია", რომ იმის გამო, რომ მას პოლიტიკურ ველზე გამოსვლას სთავაზობდნენ, ყოფილ გენერალურ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს "შფოთვები ჰქონდა". მან ასევე თქვა, რომ ლევან ჯანგველაძესა და ოთარ ფარცხალაძეს შორის დაპირისპირების ერთ-ერთი მიზეზი იყო ბიზნესინტერესები, კერძოდ, ისაუბრა სიგარეტის ბიზნესზე. მან ასევე თქვა, რომ ოთარ ფარცხალაძესა და ლევან ჯანგველაძეს შორის სიტუაცია ეტაპობრივად იძაბებოდა. "თბილისის, ასე ვთქვათ, ქუჩა ჩაბარებული ჰქონდა ოთარ ფარცხალაძეს, ეს ხომ ჩემგან არ იცით, არა? ყველამ იცის. შესაბამისად, ქუჩის სინდიკატი ვინც იყო, ყველანი იყვნენ ან გაგდებული ქვეყნიდან, ან არავის აკარებდნენ თბილისს და ფარცხალაძის გარეშე ქალაქში არაფერი ხდებოდა. ლევანი იყო პრობლემა, თავისთავად ცხადია, იმიტომ რომ ერთადერთი ადამიანი იყო, ვისაც შეეძლო ქალაქში ჩამოსვლა და რაღაცის მოკითხვა და დანარჩენი, ვინც იყო, ან ყველა დაიჭირა, ან ყველა ჩასვა და ან ქვეყნიდან გააძევა - საბაჟოც ფარცხალაძე იყო, პროკურატურაც, პოლიციაც და ყველაფერი", - თქვა ოთარ ფარცხალაძემ სხდომაზე.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)