|
2026-02-19 13:36:05, 620 ნახვა
პოლიტიკა
CNN: სამხედროები მზად არიან ამ შაბათ-კვირას ირანზე თავდასხმისთვის, ტრამპს ჯერ არ გადაუწყვეტია
CNN წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ის სამხედრო ძალები მზად არიან ირანს ამ შაბათ-კვირას დაესხან თავს, თუმცა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. წყაროს თქმით, თეთრ სახლში გუშინ ადმინისტრაციის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი წარმომადგენლები ირანში არსებული სიტუაციის განსახილველად შეიკრიბნენ. ტრამპს მისმა სპეციალურმა წარმომადგენლებმა, სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა ჟენევაში ჩატარებული არაპირდაპირი მოლაპარაკებების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. "ის [დონალდ ტრამპი] დიდ დროს ხარჯავს ამაზე ფიქრში“ — უთხრა წყარომ CNN-ს. პარალელურად, ღია წყაროები დაზვერვის (OSINT) ანალიტიკოსები ფრენების ონლაინ მონაცემებზე დაყრდნობით წერენ, რომ აშშ-ს საჰაერო ძალების ათობით სამხედრო თვითმფრინავი ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით მიფრინავს. OSINT ანალიტიკოსები სოციალურ ქსელებში წერენ, რომ ამერიკული სამხედრო თვითმფრინავების აქტიურობა მაღალია, როგორც აშშ-ს ისე ევროპის საჰაერო სივრცეში. ამასთან, ირანელი ოფიციალური პირი The Wall Street Journal-თან საუბარში ამბობენ, რომ მიუხედავად აშშ-სთან მოლაპარაკებების გაგრძელებისა, თეირანი მუშაობს, რომ ვაშინგტონთან არსებული უთანხმოება, შესაძლოა, ვერ გადაილახოს და ეს სამხედრო დაპირისპირებაში გადაიზარდოს.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)