|
2026-02-16 15:57:52, 878 ნახვა
საზოგადოება
თუ პროგრამირება გაინტერესებს, დარეგისტრირდი Code IT-ზე - პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, მოსწავლეებისთვის შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, საქართველოს ბანკის, ICT ასოციაციის და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) თანამშრომლობით შეიქმნა პროექტი Code IT, რომელიც პროგრამირებით დაინტერესებულ 14-დან 18 წლამდე ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, საქართველოს 9 ტექნოპარკსა (თბილისი, ბათუმი, ზუგდიდი, სენაკი, ოზურგეთი, კასპი, გურჯაანი, ახმეტა, თელავი) და 6 დამატებით ლოკაციაზე (მესტია, გორი, საგარეჯო, პანკისი, რუსთავი, ფოთი) შეისწავლოს კოდირების საფუძვლები. Code IT-ის პროგრამაზე სწავლის მსურველებმა, 22 თებერვლამდე უნდა გაიარონ რეგისტრაცია ბმულზე. სწავლა 10 მარტს დაიწყება. მონაწილეების შერჩევა მათ მიერ შესრულებული დავალებისა და გასაუბრების შედეგად მოხდება. ინფორმაციისთვის, პროგრამა ინტერაქციული სწავლების მეთოდით მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც, მოსწავლეები მუშაობენ პრაქტიკულ დავალებებზე, კურსის დასრულების შემდეგ კი ქმნიან ფინალურ პროექტს, რომელიც საშუალებას აძლევს მათ, შეადგინონ პროფესიული პორტფოლიო. ამასთან, Code IT-ის ფარგლებში, მონაწილეები ესწრებიან ვებინარებს, სადაც აქვთ შესაძლებლობა, მიიღონ რჩევები და გაიარონ კონსულტაციები კარიერული განვითარების მიმართულებით. სატრენინგო მოდული 3 მიმართულებას აერთიანებს:
პროექტის წარმატებით დასრულების შემდეგ, ახალგაზრდები მიიღებენ სერტიფიკატს და შესაძლებლობას, გააგრძელონ სწავლა მომდევნო მოდულებზე. აღსანიშნავია, რომ პროგრამა სრულად არის დაფინანსებული. საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ ვებგვერდს: ganatleba.bog.ge
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)