|
2026-02-09 18:12:47, 607 ნახვა
პოლიტიკა
RFE/RL: EU-მა რუსეთის სანქციების მე-20 პაკეტში შესაძლოა ყულევის პორტიც შეიყვანოს
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ევროკავშირმა რუსეთის სანქციებში მე-20 პაკეტში შესაძლოა საქართველოს ყულევის პორტიც შეიყვანოს. რადიო თავისუფლება წერს, რომ მათმა ცენტრალურმა სამსახურმა მოიპოვა ევროკომისიის მიერ შემუშავებული შეთავაზება ევროკავშირის სანქციების მე-20 პაკეტთან დაკავშირებით. RFE/RL-ს თანახმად, სანქციების მე-20 პაკეტისთვის ევროკომისიის მიერ მომზადებული დოკუმენტი მოიცავს სიას, რომლითაც, სხვა საკითხებთან ერთად, მოთხოვნილია:
სანქცირების საჭიროება დოკუმენტში ასეა დასაბუთებული: "[ყულევის პორტი] გამოიყენება ნედლი ნავთობის ან ნავთობპროდუქტების საზღვაო ტრანსპორტირებისთვის, რომლებიც წარმოებულია რუსეთში ან ექსპორტირებულია რუსული გემებით, რომლებიც იყენებენ არარეგულარულ და მაღალი რისკის მქონე გადაზიდვის პრაქტიკას". რადიო თავისუფლება საკითხზე კომენტარისთვის დაუკავშირდა ქართული ოცნების პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს, რომელმაც თქვა: "ჩვენ მზად ვართ დეტალური ინფორმაცია წარვუდგინოთ ევროკომისიას კონკრეტულად ამ თემასთან დაკავშირებით. მზად ვართ, რა თქმა უნდა, მსჯელობისთვის. [...] ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ იქ რაიმე ისეთი ხდება, რაც ეწინააღმდეგება სასანქციო პოლიტიკას". 2025 წლის ოქტომბერში საქართველოში რუსულმა კომპანია რუსნეფტმა, შავი ზღვის სანაპიროზე, ყულევში ახალაშენებულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ნავთობის პირველი პარტია მიაწოდა. LSEG-ისა და ერთ-ერთი ტრეიდერის ინფორმაციით, ტანკერმა კაისერიმ 105 340 ტონა Siberian Light მარკის ნავთობი რუსეთის შავი ზღვის პორტიდან, ნოვოროსიისკიდან ჩაიტანა ყულევის ნავთობტერმინალში - 6 ოქტომბერს. ყულევის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ წელიწადში 1 200 000 ტონა ნავთობი უნდა გადაამუშაოს.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)