|
2016-03-29 18:14:38, 621 ნახვა
საზოგადოება
სოზარ სუბარმა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო ლექცია გამართა
დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა ქუთაისში, „აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში“ საჯარო ლექცია გამართა. შეხვედრის მთავარ თემას „ადამიანის უფლებები და თავისუფლებები“ წარმოადგენდა. როგორც „ექსპრესნიუსს“ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან აცნობეს, სოზარ სუბარმა სტუდენტებთან საუბრისას სახალხო დამცველად მუშაობის გამოცდილებაც გაიხსენა. მინისტრმა ლექციის მიმდინარეობისას პროფესიული განათლების რეფორმის შესახებაც ისაუბრა, რამაც სტუდენტების დიდი დაინტერესება გამოიწვია. მათივე ინფორმაციით, ლექცია ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა და სოზარ სუბარმა სტუდენტებისათვის საინტერესო ყველა შეკითხვას უპასუხა. მსგავსი შეხვედრები, მთელი საქართველოს მაშტაბით, სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებთან მომავალშიც გაგრძელდება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)