|
2026-02-06 10:40:21, 1077 ნახვა
სამართალი
შსს: დავაკავეთ დაცვის პოლიციის თანამშრომელი, ის მფარველობდა ცოლის მშობლების ბიზნესს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით, 1997 წელს დაბადებული ე.კ. დააკავეს.
შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. უწყების განცხადებით, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, 31 იანვარს, „ქრთამის აღების ბრალდებით უკვე დაკავებულია დაცვის პოლიციის დეპარტამენტის კიდევ ერთი თანამშრომელი – 2002 წელს დაბადებული ა.მ., რომელმაც გარევაჭრობის მფარველობის სანაცვლოდ, მოქალაქისგან ქრთამის სახით გარკვეული რაოდენობის თანხა აიღო. ა.მ.ს- მიერ ჩადენილ დანაშაულთან დაკავშირებით“. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)