|
2026-02-04 13:18:25, 768 ნახვა
საზოგადოება
ბაზისბანკის მხარდაჭერით ახალი საცხოვრებელი კომპლექსი „კოხტა უბანი“ შენდება
ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი ფინანსური მხარდამჭერი, განაგრძობს სამშენებლო და დეველოპერულ კომპანიებთან პარტნიორობას. ამჯერად, გლდანში, I მიკრორაიონში, ანგია ბოჭორიშვილის 37-ში კომპანია კოხტა უბანი ახალ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს. დეველოპერული კომპანია კოხტა უბანი სამშენებლო ბაზარზე 2007 წლიდან მოღვაწეობს. მრავალწლიანი გამოცდილების მქონე კომპანია გამოირჩევა უნიკალური დიზაინის პროექტებით და მაღალი ხარისხის მშენებლობებით. კოხტა უბნის საქმიანობის სფერო მოიცავს როგორც მრავალბიანიანი და მრავალფუნქციური კომპლექსების, ისე ერთბინიანი საცხოვრებელი სახლების მშენებლობას. ახალი საცხოვრებელი პროექტი მოსახერხებელი ლოკაციით გამოირჩევა, მდებარეობს ახმეტელის მეტროდან რამდენიმე წუთის სავალზე. აღნიშნული პროექტი უნიკალურია არქიტექტურით, ითვალისწინებს მოპირკეთებას ბუნებრივი ქვითა და მუქი მეტეხის აგურით. მნიშვნელოვანია, რომ შენობა აღჭურვილი იქნება სახანძრო უსაფრთხოებით, რაც ინფრასტრუქტურის პირობების დაცვას გულისხმობს. ბინების მინიმალური ფართი 47 კვ.მ.-დან იწყება. აღსანიშნავია, რომ კოხტა უბნის პროექტებით ლოკალური უბნები უფრო ლამაზი და მიმზიდველი ხდება, შენობების საინტერესო კონცეფცია კი მომავალი მობინადრეებისთვის თანამედროვე და კომფორტულ საცხოვრებელ პირობებს ქმნის. პროექტი დასრულდება 2028 წელს და მომავალ მაცხოვრებელს ჩაბარდება თეთრი ან მწვანე კარკასის კონდიციაში. ბაზისბანკი, კოხტა უბნის გლდანის I მიკრორაიონში ახალ საცხოვრებელ კომპლექსში ბინის შესაძენად მარტივ იპოთეკურ სესხს გთავაზობთ. განაცხადის შევსება შესაძლებელია ონლაინ.
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)