|
2026-01-30 17:45:50, 929 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს ბანკის და კომაროვის სკოლის STEM ოლიმპიადის ონლაინ ტური გაიმართა
ნიჭიერი და მიზანდასახული ახალგაზრდებისთვის STEM მიმართულებით განათლების შესაძლებლობების შესაქმნელად, საქართველოს ბანკი, კომაროვის სკოლასთან ერთად მესამე წელია STEM ოლიმპიადას მართავს.
წელს ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღებად 160-ზე მეტი სკოლა დარეგისტრირდა. ოლიმპიადის შესარჩევი ტური მათემატიკასა და ფიზიკაში ონლაინ ჩატარდა, რომელშიც 800-ზე მეტი მოსწავლე ჩაერთო.
აღსანიშნავია, რომ ონლაინ ტურში მონაწილეობამდე მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დასწრებოდნენ საკონსულტაციო შეხვედრებს, მიეღოთ რჩევები საოლიმპიადო წრის ხელმძღვანელებისგან, გასცნობოდნენ ამოცანების სტრუქტურას და მათი ამოხსნის ეფექტურ მეთოდებს.
ოლიმპიადის ფარგლებში, ონლაინ ტურში ფიზიკის და მათემატიკის ტესტებში მიღებულ შედეგებზე დაყრდნობით, ტურში მონაწილე სკოლების 50% გადავა I ტურში.
პირველი ტური დასწრებულ ფორმატში, ფიზიკასა და მათემატიკაში ჩატარდება, სადაც საუკეთესო შედეგის მქონე 10 სკოლა გამოვლინდება და ისინი ფინალურ ტურში იასპარეზებენ. ფინალურ რაუნდში მოსწავლეები გუნდურად იმუშავებენ STEM დავალებების ამოხსნაზე. ამასთან, ფინალურ ტურში გადასული გუნდების მენტორები სპეციალური გადამზადების კურსს გაივლიან, რომელსაც კომაროვის STEM მიმართულების სპეციალისტები გაუძღვებიან. ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკი, კომაროვის სკოლასთან ერთად, უკვე მესამე წელია STEM ოლიმპიადას ატარებს - პროექტს, რომელიც ფიზიკით, მათემატიკით, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებით და ინჟინერიით დაინტერესებული მოსწავლეებისთვის STEM მიმართულებით განათლების შესაძლებლობების შექმნას ისახავს მიზნად. საქართველოს ბანკის და კომაროვის სკოლის STEM ოლიმპიადის ფარგლებში მონაწილეობა უკვე 400-ზე მეტი სკოლის, 2000-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო. საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს: ganatleba.bog.ge
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
Cashback-ის და Mastercard-ის შეთავაზება Super-ის მაღაზიებში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)