|
2026-01-20 16:16:31, 749 ნახვა
პოლიტიკა
ადვოკატი: ანასტასია ზინოვკინა დახურული ტიპის ციხეში გადაიყვანეს, შეეზღუდა ზარები
ანასტასია ზინოვკინას ადვოკატის დარია სამოდუროვას ცნობით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დახურული ტიპის საპატიმროში გადაიყვანეს, რითაც მას სატელეფონო ზარების განხორციელების უფლება და პაემნების რაოდენობა შეეზღუდა. "2025 წლის 12 სექტემბრიდან ანასტასია მოთავსებული იყო ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში. 2026 წლის 15 იანვრის ბრძანების საფუძვლად მითითებულია საიდუმლო სხდომის ოქმი. შესაბამისად, ჩვენთვის უცნობია რა მიზეზით შეუცვალეს ანასტასია ზინოვკინას თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტიპი. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტიპის შეცვლით, მას შეეზღუდა სატელეფონო ზარების განხორციელების უფლება და პაემნების რაოდენობა. ამ წლის 15 იანვრამდე ანასტასიას ჰქონდა განუსაზღვრელი რაოდენობით სატელეფონო ზარების განხორციელების უფლება, 15 იანვრის შემდეგ ანასტასია ისარგებლებს სატელეფონო ზარით თვეში 3-ჯერ. აქვე შეგახსენებთ, რომ ანასტასია ზინოვკინა მოთავსებულია სხვა პატიმრებისგან განცალკევებით, ანუ საკანში მარტოა და ყოველდღიურად ზარების განხორციელების შესაძლებლობით მას ადამიანებთან კომუნიკაცია შეეძლო, ამჯერად შეუზღუდეს ამდაგვარი სოციალიზაციაც", - წერს ანასტასია ზინოვკინას ადვოკატი, დარია სამოდუროვა Facebook-ზე. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ რუსეთის მოქალაქეებს - ანასტასია ზინოვკინასა და არტემ გრიბულს. ანასტასია ზინოვკინას დაპატიმრების შემდეგ არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ახალგაზრდა ქალს ხერხემლის პრობლემები აქვს. რთულ მდგომარეობასთან ერთად, ის არაადამიანურ და ცინიკურ მოპყრობაზეც საუბრობს.
პაპუაშვილი: ზოგიერთს დღესაც სურს, არ ვიდგეთ ფეხზე, მათ წესებს მივყვეთ, საკუთარზე უარი ვთქვათ
კობახიძე: დღეს საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს
ყაველაშვილი: კარგად უნდა გავაცნობიეროთ, დამოუკიდებლობა არაა სამუდამოდ ბოძებული მოცემულობა
შიო III: თავისუფლება მხოლოდ პოლიტიკურ მონაპოვრად და წარსულის მემკვიდრეობად არ უნდა ვაქციოთ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)