|
2016-03-28 19:34:34, 390 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი გაერო-ში აკრედიტებულ მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოში მიმდინარე რეფორმებს და რეგიონში არსებულ ვითარებას გაერო-ში სხვადასხვა ქვეყნის მუდმივი წარმომადგენლები ეცნობიან. დელეგაციას დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა უმასპინძლა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი კვირიკაშვილმა ელჩებს მიაწოდა ინფორმაცია მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმის შესახებ, რომელიც საგადასახადო სისტემის, მმართველობისა და განათლების სისტემის რეფორმას და ინფრასტრუქტურული პროექტების დაჩქარებას გულისხმობს. საუბარი შეეხო გაერო-სთან საქართველოს თანამშრომლობას და ორმხრივი ურთერთობების გაღრმავების პერსპექტივებს იმ ქვეყნებთან, რომლებსაც ელჩები საერთაშორისო ორგანიზაციაში წარმოადგენენ. შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი და გაერო-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი კახა იმნაძე დაესწრნენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)