08:57 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-28 17:37:39, 688 ნახვა

სამართალი
საბაჟო გამშვებ პუნქტებზე მედიკამენტების უკანონო შემოტანის ფაქტები გამოვლინდა

შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა 24 მარტს დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტების შემოტანის მცდელობა გამოავლინეს. სსიპ შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტზე „თბილისის აეროპორტი“, რუსეთის მოქალაქე რ.მ.-ის კუთვნილი ხელბარგის ეჭვის საფუძველზე დათვალიერებისას, მათ აღმოაჩინეს ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები: TARGIN – 220 აბი, ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები LORIVAN - 180 აბი და XANAGIS -  220 აბი. 

"საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა შინაგან საქმეთა სამინისტროს ისანი-სამგორის სამმართველოს მე-6 განყოფილებას.
მსგავსი ფაქტები მოხდა, აგრეთვე, საბაჟო გამშვებ პუნქტზე „ვალე“. 25 მარტს, მებაჟე ოფიცრებმა ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების უკანონო შემოტანის ორი ფაქტი გამოავლინეს, ხოლო 27 მარტს - ერთი. სამივე შემთხვევაში კანონი ირანისა და თურქეთის მოქალაქეებმა დაარღვიეს. 
აღნიშნული საქმეები შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა შსს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტსა და შსს ადიგენის რაიონულ სამმართველოს",-ნათქვამია სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics