|
2016-03-28 15:32:10, 398 ნახვა
პოლიტიკა
ჯაფარიძე: EPP-ის პრეზიდენტის განცხადებაზე: ჩამოვიდეს და უარყოს, ან დაადასტუროს ეს განცხადება
„ევროპის სახალხო პარტიის“ პრეზიდენტმა არაადეკვატური და პოლიტიზირებული განცხადება გააკეთა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, თედო ჯაფარიძემ განუცხადა. „კიდევ ერთხელ მოვუწოდებ პოლიტიკურ პარტიებს ჩვენს ქვეყანაში და მის გარეთ, რომ ნუ გახდებიან ინსტრუმენტი შიდაპოლიტიკური ბრძოლების. იმ ბატონს, რომელმაც ეს განცხადება გააკეთა, საკმაოდ მაღალი თანამდებობა აქვს „სახალხო პარტიის“ იერარქიაში. მას ვთხოვ და მოვუწოდებ, გაერკვეს, რა ხდება საქართველოში“,-აღნიშნა ჯაფარიძემ. მისივე თქმით, პარტიის პრეზიდენტი ჩამოვა საქართველოში და გააკეთებს განმარტებებს. „მან განცხადება ფრანგულად გააკეთა, შემდეგ ითარგმნა ინგლისურად და ქართულად. შესაძლოა, რამე შეცდომასთან გვქონდეს საქმე. ჩამოვიდეს და უარყოს ან დაადასტუროს ეს განცხადება“, - აღნიშნა თედო ჯაფარიძემ. ცნობისთვის, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-მა „ევროპის სახალხო პარტიის“ პრეზიდენტის ჯოზეფ დაულის ინტერვიუ გაავრცელა. ინტერვიუში ჯოზეფ დაული ამბობს, რომ "საქართველოში ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე იქნება დამოკიდებული, შეძლებენ თუ არა საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ გადაადგილებას.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)