|
2026-01-08 18:47:44, 773 ნახვა
პოლიტიკა
ზელენსკის თქმით, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე დოკუმენტი პრაქტიკულად მზადაა ტრამპის მიერ დასამტკიცებლად
პარიზში ამერიკულ მხარესთან მოლაპარაკებების შემდეგ, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დოკუმენტი „პრაქტიკულად მზადაა“ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ დასამტკიცებლად, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. ზელენსკიმ თქვა, რომ ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, რუსტემ უმეროვისგან 7 იანვარს პარიზში ამერიკულ მხარესთან გამართული მოლაპარაკებების შესახებ ანგარიში მიიღო. „მნიშვნელოვანია, რომ უკრაინამ გააგრძელოს ევროპული და ამერიკული გუნდების მუშაობის ინტეგრირება. ჩვენ ერთობლივად განვიხილეთ, კერძოდ, რეკონსტრუქციისა და ეკონომიკური განვითარების დოკუმენტები. ასევე განვიხილეთ ომის დასრულების ძირითად ჩარჩოსთან დაკავშირებული რთული საკითხები და უკრაინულმა მხარემ წარმოადგინა ამ დოკუმენტის დასრულების შესაძლო ვარიანტები“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)