|
2026-01-05 14:12:05, 725 ნახვა
პოლიტიკა
ტრამპი ვენესუელაზე მეორე დარტყმას არ გამორიცხავს
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვენესუელაზე მეორე სამხედრო დარტყმა შესაძლებელია, თუ ნიკოლას მადუროს დაკავების შემდეგ ხელისუფლების დარჩენილი წევრები ვაშინგტონთან თანამშრომლობაზე უარს იტყვიან. ამის შესახებ ტრამპმა ჟურნალისტებს Air Force One-ის ბორტზე განუცხადა, იუწყება Reuters-ი. ტრამპის თქმით, აშშ მზად არის დამატებითი ნაბიჯებისთვის, რათა ქვეყანა „გამოსწორდეს“. ამავე კონტექსტში მან არ გამორიცხა ლათინურ ამერიკაში სხვა სამხედრო ოპერაციებიც და აღნიშნა, რომ კოლუმბიასა და მექსიკასაც შეიძლება შეეხოს აშშ-ის სამხედრო მოქმედება, თუ ისინი ნარკოტიკების უკანონო ნაკადს არ შეამცირებენ. „ოპერაცია „კოლუმბია“ ჩემთვის კარგად ჟღერს“, - განაცხადა ტრამპმა. მისივე თქმით, ვენესუელის მოკავშირე კუბა „ისე ჩანს, რომ თავადვე დანგრევის ზღვარზეა“ და აშშ-ის სამხედრო ჩარევა იქ საჭირო არ გახდება. ნიკოლას მადურო ამჟამად ნიუ-იორკის დაკავების იზოლატორში იმყოფება და ორშაბათს ნარკოტიკებთან დაკავშირებულ ბრალდებებზე სასამართლოს წინაშე წარდგება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)