13:02 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-25 15:04:06, 8810 ნახვა

ეკონომიკა
საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების მოცულობამ 2025 წლის ნოემბრის ბოლოსათვის 65.71 მილიარდი ლარი შეადგინა

საქართველოს ეროვნული ბანკი, რეზიდენტი კომერციული ბანკების სესხებისა და დეპოზიტების მიმდინარე ტენდენციების შესახებ, ინტერაქტიულ პრესრელიზებს 2025 წლის ნოემბრის მდგომარეობით აქვეყნებს.

საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების (ბანკთაშორისი დეპოზიტების გარდა) მოცულობამ 2025 წლის ნოემბრის ბოლოსათვის 65.71 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 131.50 მილიონი ლარით, 0.20%-ით მეტია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.44%-ით მეტი). დეპოზიტების წლიურმა ზრდამ გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 13.88% შეადგინა. ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით, ვადიანი დეპოზიტები გაიზარდა 224.67 მილიონი ლარით, ანუ 0.72%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.91%-ით გაიზარდა), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 93.17 მილიონი ლარით, ანუ 0.27%-ით შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე გაიზარდა 0.00%-ით).

დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 2025 წლის ნოემბრის ბოლოსათვის 52.09 პროცენტი შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია გაიზარდა 0.87 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით გაიზარდა 0.75 პროცენტული პუნქტით).
ნოემბერში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 6.82% შეადგინა. მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 8.98% , ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 2.43%

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 78.68% , ხოლო ევროს წილმა 19.85% შეადგინა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე სინდისის პატიმრებზე - სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება
კობახიძის მტკიცებით, შეკრების გამართვა საქართველოში ყველას შეუძლია და ამ შემთხვევაში საუბარი იყო კონკრეტული აპარატურის განთავსებაზე
საქართველოში სამომხმარებლო ფასების ინფლაცია 2024 წლის 1%-დან 2025 წელს 3.9%-მდე გაიზარდა, ხოლო 2026 წლის აპრილში წინა წელთან შედარებით 5.9%-ს მიაღწია
კობახიძე ამტკიცებს, რომ ბიზნესი არის თავისუფალი და კორუფციისგან თავისუფლების კუთხით გვაქვს ძალიან მაღალი მაჩვენებელი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics