|
2016-03-28 11:08:38, 397 ნახვა
პოლიტიკა
საგარეო უწყება პაკისტანის მთავრობასა და ტერაქტის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო პაკისტანის მთავრობასა და ტერაქტის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს, ხოლო დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს. „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უმკაცრესად გმობს 2016 წლის 27 მარტს პაკისტანის ქალაქ ლაჰორში, საბავშვო სათამაშო მოედანზე განხორციელებულ შემზარავ ტერორისტულ აქტს, რომელსაც 70-ზე მეტი უდანაშაულო ადამიანის, მათ შორის ბავშვების სიცოცხლე ემსხვერპლა. ჩვენ შეძრწუნებულნი ვართ ტრაგედიის მასშტაბით და ტერორისტთა მხრიდან ჩადენილი ბარბაროსობით, რაც წარმოადგენს უმძიმეს დანაშაულს ცივილიზებული სამყაროს წინააღმდეგ. საგარეო საქმეთა სამინისტრო უსამძიმრებს პაკისტანის მთავრობასა და ტერაქტის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს, ხოლო დაშავებულებს უსურვებს სწრაფ გამოჯანმრთელებას“,-აღნიშნულია საგარეო უწყების განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)