|
2025-12-24 10:33:48, 11198 ნახვა
ეკონომიკა
„ნოვამ“, თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, 50 მილიონი ლარის სადებიუტო ობლიგაციები განათავსა
„ნოვამ“ 50 მილიონი ლარის 5-წლიანი სადებიუტო ობლიგაციები გამოუშვა. განთავსების ექსკლუზიური აგენტი თიბისი კაპიტალია. ტრანზაქცია 80 მილიონი ლარის ობლიგაციების პროგრამის პირველი ტრანშის ფარგლებში განხორციელდა. ობლიგაციების შეთავაზების პერიოდში კუპონის დიაპაზონი TIBR 6M + 3.00% - 3.50%-ს შეადგენდა, თუმცა მაღალი ინტერესის შედეგად, საბოლოო განაკვეთი TIBR 6M +3.25%-ით განისაზღვრა, რაც ყველაზე დაბალი სპრედია B+ საკრედიტო რეიტინგის მქონე არასაფინანსო ემიტენტების საჯარო ობლიგაციებს შორის. ფასიანი ქაღალდების ინვესტორები სრულად ინსტიტუციური ინვესტორები არიან, მათ შორის არის საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი (IFI) - ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი(EBRD), რომელიც ემისიის სტრატეგიულ ინვესტორს წარმოადგენს. მოზიდულ სახსრებს კომპანია საბანკო სესხების რეფინანსირებისთვის, კაპიტალური დანახარჯებისა და სამუშაო კაპიტალის დაფინანსებისთვის გამოიყენებს. სადებიუტო ობლიგაციების ემისიის ფარგლებში “ნოვამ” Scope Ratings-ისგან საკრედიტო რეიტინგიც მოიპოვა: B+, სტაბილური პერსპექტივით. რეიტინგის მიღების პროცესის მრჩეველი თიბისი კაპიტალი იყო. “მიხარია, რომ “ნოვამ” კაპიტალის ბაზარზე პირველი ნაბიჯი გადადგა და პარტნიორად სწორედ თიბისი კაპიტალი აირჩია. ეს ემისია ადასტურებს, რომ ფასიანი ქაღალდების ქართულ ბაზარზე მოთხოვნა არსებობს, „ნოვა“ კი სანდო კომპანიაა ისეთი საერთაშორისო ინსტიტუტისთვის, როგორიც EBRD-ია. ამ პროცესში თიბისი კაპიტალი კომპანიებს სრულყოფილ პარტნიორობას სთავაზობს: რეიტინგის მოპოვებიდან - ობლიგაციების გამოშვებამდე. ვცდილობთ, ჩვენი ექსპერტიზითა და გამოცდილებით ბიზნესს პროცესები გავუმარტივოთ და მათთვის დაფინანსების მოპოვების ალტერნატიული წყაროები შევქმნათ”,- ოთარ შარიქაძე, თიბისი კაპიტალის დირექტორი. „EBRD-ის ინვესტიცია “ნოვა ჯგუფის” სადებიუტო ობლიგაციებში ასახავს ბანკის ერთგულებას, ხელი შეუწყოს საქართველოს ადგილობრივი კაპიტალის ბაზრების გაძლიერებასა და კერძო სექტორის ზრდის მხარდაჭერას. გრძელვადიანი ინსტრუმენტების დანერგვითა და კორპორატიული მმართველობის საუკეთესო პრაქტიკის წახალისებით, ჩვენი მიზანია, შევქმნათ მდგრადი და გამჭვირვალე ფინანსური გარემო, რომელიც ერთდროულად სარგებელს მოუტანს როგორც ადგილობრივ ბიზნესს, ისე ინვესტორებს”, - ალკის ვრიენიოს დრაკინოსი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის კავკასიის რეგიონული დირექტორი. „ჩვენთვის ეს არის ისტორიული ნაბიჯი - „ნოვას“ სადებიუტო ობლიგაციების წარმატებული განთავსება წარმოადგენს ობლიგაციების პირველ საჯარო ემისიას სამშენებლო და სარემონტო მასალების სექტორში საქართველოში. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ემისია ძალიან მოკლე დროში განხორციელდა და დასრულდა ინსტიტუციური ინვესტორების მაღალი ინტერესით, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს კომპანიის ფინანსურ სიჯანსაღესა და სანდოობას. გვინდა, გამოვხატოთ განსაკუთრებული მადლიერება ყველა იმ ინსტიტუციური ინვესტორის მიმართ, რომლებმაც ნდობა გამოგვიცხადეს და შეიძინეს „ნოვას“ ობლიგაციები, მათ შორის ჩვენი სტრატეგიული ინვესტორის - ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მიმართ. მადლობას ვუხდი თიბისი კაპიტალს პროფესიონალური მხარდაჭერისთვის - რეიტინგის მოპოვებიდან ობლიგაციების წარმატებულ განთავსებამდე. მოზიდული სახსრები საშუალებას მოგვცემს, გავაძლიეროთ კომპანიის ფინანსური სტრუქტურა და გავაგრძელოთ მდგრადი, გრძელვადიანი ზრდა“,- ედიშერ ხიმშიაშვილი, “ნოვას“ გენერალური დირექტორი „ნოვა“ საქართველოში 2006 წლიდან ოპერირებს და დღეისთვის ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა სამშენებლო და სარემონტო მასალების ბაზარზე. კომპანიის ფილიალები საქართველოს 9 ქალაქშია წარმოდგენილი და ქვეყნის მასშტაბით 1000-ზე მეტ თანამშრომელს ასაქმებს.
თითქოს სიღარიბის შემცირების გამო, რეჟიმი სოციალური დახმარებას გადახედავს, დავალება უწყებებმა უკვე მიიღეს
პროკურატურამ ჩოხატაურში მომხდარ მკვლელობაზე ერთ პირს ბრალი წაუყენა
კობახიძე სინდისის პატიმრებზე - სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება
კობახიძის მტკიცებით, შეკრების გამართვა საქართველოში ყველას შეუძლია და ამ შემთხვევაში საუბარი იყო კონკრეტული აპარატურის განთავსებაზე
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)