|
2025-12-17 22:22:30, 14053 ნახვა
სამართალი
ჩამორთმეულ მართვის მოწმობებზე ვადაზე ადრე მართვის უფლების აღდგენა ე.წ შეწყალება გაუქდება
პარლამენტმა სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილება მიიღო ივანიშვილის პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და 89 ხმით მხარი დაუჭირა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" ცვლილების შეტანას. კანონპროექტის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსიდან ამოღებულ იქნება ის ნორმები, რომლებიც სამართალდარღვევების ჩამდენ პირებს შესაძლებლობას აძლევს, კანონით განსაზღვრული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ვადამდე აღდგენის მიზნით მიმართონ შესაბამის საქმის განმხილველ ორგანოს. ცვლილება ასევე მოიცავს გარდამავალ დებულებას, რომლის თანახმადაც, ის პირი, რომელსაც 2025 წლის 16 დეკემბრის ჩათვლით ჩადენილი აქვს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე (სატრანსპორტო საშუალების ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართვა და სატრანსპორტო საშუალების მართვასთან დაკავშირებული სხვა, ცალკეული ადმინისტრაციული სამართალდარღვევები) ან/და 123-ე (საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ადგილის მიტოვება ან სატრანსპორტო საშუალების გაჩერების შესახებ პოლიციელის მოთხოვნის შეუსრულებლობა) მუხლებით განსაზღვრული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ერთჯერადად გათავისუფლდება აღნიშნული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დადებული ადმინისტრაციული სახდელისგან − სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებისგან, თუმცა იგი მაინც მიიჩნევა ადმინისტრაციულ სახდელდადებულად.
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
ირაკლი კობახიძე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა
ორ თვეში საქართველოს სანაპიროზე დაახლოებით 40 დელფინი გამოირიყა
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)