00:23 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-13 11:19:08, 10766 ნახვა

პოლიტიკა
ჯინ შაჰინი - უპრეცედენტო ნაბიჯები, რომელიც ოცნებამ საკუთარი მოქალაქეების გასაჩუმებლად გადადგა, მოსკოვის ინტერესებს შეესაბამება

უპრეცედენტო ნაბიჯები, რომელიც მოსკოვის ინტერესებს შეესაბამება  - ასე შეაფასა გასულ წელს "ოცნების" მიერ საკუთარი მოქალაქეების მიმართ გადადგმული ნაბიჯები ამერიკელმა სენატორმა, ჯინ შაჰინმა.

"ოცნებამ" ევროატლანტიკურ საზოგადოებაში გაწევრიანების შესახებ საქართველოს კონსტიტუციის განსაზღვრულ პირობაზე უარი თქვა - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით აშშ-ის სენატში სიტყვით გამოსვლისას შაჰინმა.

„გასულ წელს საქართველოს მთავრობამ საკუთარი მოქალაქეების გასაჩუმებლად და დემოკრატიული სისტემის დასუსტების მიზნით უპრეცედენტო ნაბიჯები გადადგა. მან რეპრესიული კანონები მიიღო. მან ევროატლანტიკურ საზოგადოებაში გაწევრიანების შესახებ საქართველოს კონსტიტუციის განსაზღვრულ პირობაზე უარი თქვა. მან სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მკაცრი ზომები მიიღო და პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენლები დააკავა“, - განაცხადა ამარიკელმა სენატორმა.

მისი თქმით, „აღნიშნული ნაბიჯები მოსკოვის ინტერესებს სრულად შეესაბამება“.

„საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ლიდერები, მათ შორის ნინო დოლიძე, დემოკრატიის ეროვნული ინსტიტუტის დემოკრატიის ჯილდოს მფლობელი, ძირითადი უფლებების დასაცავად პირადი რისკის ფასად მუშაობენ. მათი ბრძოლა ფართო გლობალური წინააღმდეგობის ნაწილია“, - აღნიშნა ჯინ შაჰინმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ეუთოს საგანგებო შეხვედრაზე საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics