|
2025-12-08 12:50:42, 791 ნახვა
პოლიტიკა
დარახველიძე არ პასუხობს კითხვას, რა ნივთიერებები გამოიყენა შსს-მ მოქალაქეების წინააღმდეგ 28 ნოემბრიდან 3 დეკემბრის ჩათვლით
შს მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე არ პასუხობს კითხვას, რა ნივთიერებები გამოიყენა შსს-მ მოქალაქეების წინააღმდეგ 28 ნოემბრიდან 3 დეკემბრის ჩათვლით. „როგორც განგიმარტეთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაასაჯაროვა ყველა ის ინფორმაცია, რაც აუცილებელი იყო [...]. შესაბამისად, აღნიშნულ ნივთიერეების გამოყენებასთან დაკავშირებით საჯაროდ არის ხელმისაწვდომი ეს ინფორმაცია და შეგიძლიათ, გამოიყენოთ. 28 დეკემბრიდან 5 დეკემბრამდე ადგილი ჰქონდა მასობრივ არეულობას. პოლიციამ ჯერ არაერთგზის გააფრთხილა საზოგადოება და ამის შემდეგ გამოიყენა კანონით გათვალისწინებული სპეციალური საშუალებები, რაც არის გათვალისწინებული პოლიციის შესახებ კანონში. კონკრეტულ ნივთიერებაზე გაგეცით პასუხის არაერთხელ. სახელმწიფო უსაფრთხოების წარედგინა ყველა ის დოკუმენტაცია, რომელიც აუცილებელი იყო ამ საკითხის გამოსაძიებლად“. - თქვა ალექსანდრე დარახველიძემ. მან არ უპასუხა ჟურნალისტის არაერთ დამაზუსტებელ კითხვას ტრიქლოროეთილენის შესაძლო გამოყენებასთან დაკავშირებით. დარახველიძემ ასევე არ თქვა, რას ნიშნავს სუსის განცხადება, რომ 2009 წელს შსს-მ შეიძინა ქიმიური ნივთიერება – ტრიქლორეთილენი და რომ საუბარია ჩამოწერილ ნაშთზე 880 ლიტრის ოდენობით. 6 დეკემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოადგილე ლაშა მაღრაძემ ბრიფინგი ჩაატარა და განაცხადა, რომ 2024 წლის 4-5 დეკემბერს აქციების დაშლის დროს გამოიყენებოდა ნივთიერება ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი, რომელიც შსს-მ 2007 წლის დეკემბერში შეიძინა, ხოლო 2009 წლის მარტში შეიძინა ტრიქლოროეთილენი. მაღრაძის თქმით, შსს-მ 2024 წლის 4-5 დეკემბერს აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლში გამხსნელად გამოიყენა „პროპილენ გლიკოლის“ ხსნარი. არც სუსი და არც შსს, რა ნივთიერებები გამოიყენეს საპროტესტო აქციების სხვა დღეებში – აქციები 28 ნოემბერს დაიწყო. შსს-მ იმავე დღეს დაიწყო დემონსტრანტების წინააღმდეგ სპეციალური საშუალებების, მათ შორის, წყლის ჭავლის გამოყენება.
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)