|
2025-12-06 10:23:22, 963 ნახვა
პოლიტიკა
ეუთო-ს 39 ქვეყანა - საქართველოში ძალის გადაჭარბებულ გამოყენებაზე გავრცელებულ ცნობებთან დაკავშირებით გამოძიების არარსებობა, დაუსჯელობის საშიშ ატმოსფეროს ქმნის
საქართველოში ძალის გადაჭარბებული გამოყენების შესახებ გავრცელებულ ცნობებთან დაკავშირებით გამოძიების არარსებობა დაუსჯელობის საშიშ ატმოსფეროს ქმნის, - ამის შესახებ ეუთო-ს 39 ქვეყნის მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი. ეუთო-ს მონაწილე ქვეყნებმა განცხადება წევრ სახელმწიფოებში ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემის შესახებ გაავრცელეს. "საქართველოში იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებებს იყენებენ, ძალის გადაჭარბებული გამოყენების შესახებ გავრცელებულ ცნობებთან დაკავშირებით გამოძიების არარსებობა განსხვავებული აზრის გამოხატვისთვის სამოქალაქო სივრცის შევიწროებას აჩვენებს და დაუსჯელობის საშიშ ატმოსფეროს ქმნის. სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის დამოუკიდებლობის შესახებ მიღებული საკანონმდებლო შეზღუდვები განსხვავებული აზრის ჩახშობის საფრთხეს წარმოადგენს“, - აღნიშნულია განცხადებაში. ერთობლივ განცხადებას ხელს შემდეგი ქვეყნები აწერენ: ალბანეთი, ანდორა, ავსტრია, ბელგია, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ბულგარეთი, კანადა, ხორვატია, ჩეხეთი, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, ისლანდია, ირლანდია, იტალია, ლატვია, ლიხტენშტეინი, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მალტა, მოლდოვა, მონტენეგრო, ნიდერლანდები, ჩრდილოეთ მაკედონია, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სან-მარინო, სლოვაკეთი, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი, შვეიცარია, უკრაინა, დიდი ბრიტანეთი და დანია.
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)