16:19 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-04 13:20:28, 2139 ნახვა

ეკონომიკა
დემო დღე 2025 თიბისიში - მოტივაცია, გამჭვირვალეობა, სიახლეებისკენ სწრაფვა

ინოვაციებზე ორიენტირებული მიდგომები, მომხმარებლისთვის განსაკუთრებული გამოცდილების შექმნა და მათი ცხოვრების გამარტივება - ეს, თიბისის, როგორც რეგიონის ლიდერი ტექნოლოგიური კომპანიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

სწორედ, ამ მიზნით განხორციელებულ ინიციატივებს შორისაა წლის შემაჯამებელი დემო დღე, რომელიც თავისი შინაარსითა და მიზნობრიობით, მართლაც გამორჩეული ღონისძიებაა.

ამ დღეს, თიბისის ეჯაილ გუნდები იკრიბებიან; კოლეგებსა და დაინტერესებულ მხარეებს საინტერესო და ღირებულ ინკრემენტებს უზიარებენ. ასევე, იღებენ მნიშვნელოვან უკუკავშირს. ღონისძიების შემაჯამებელი ნაწილი კი, გამარჯვებულების გამოვლენას ეთმობა.

„დემო დღე გვეხმარება, კიდევ უფრო უკეთესად დავინახოთ, თუ რა პროცესები მიმდინარეობს თიბისიში და როგორ მუშაობს თითოეული ჩვენგანი იმისთვის, რომ საბოლოოდ, მომხმარებელმა საუკეთესო გამოცდილება მიიღოს. ამ დღეს ყველაზე ნათლად ჩანს, თუ როგორ სრულდება ჩვენი მთავარი მისია - გავუმარტივოთ ადამიანებს ცხოვრება. დემო დღის არსებობა თიბისიში მნიშვნელოვნად აძლიერებს გამჭვირვალობას, თანამშრომლების ჩართულობასა და საერთო კმაყოფილებას“ - ამბობს ნინო მასურაშვილი, თიბისის რისკების მართვის დირექტორი.

წლევანდელი გამარჯვებულები ოთხ ნომინაციაში გამოვლინდნენ:

  • მომხმარებლის რჩეული, ყველაზე ხშირად გამოყენებული ინკრემენტი: P2P ლარში და უცხოურ ვალუტაში გადარიცხვები.

გამარჯვებული გუნდი - Transfers PAT

  • უმოკლეს დროში შექმნილი ღირებული ინკრემენტი: ბანკთაშორისი გადარიცხვები

გამარჯვებული გუნდები - Currency Exchange Service & Operations Development 

  • ინკრემენტი, რომელმაც ყველაზე დიდი ბიზნეს შედეგი მოიტანა: 1. FCL Customer Dynamic Limits.

გამარჯვებული გუნდები - FCL Mobile; FCL Development; FCL Mobile; FCL Commercial; TBC Credit 

  •  
  •  

გამარჯვებული გუნდები: Credit Cards and Overdrafts; TSYS; BNPL& Credit cards; 

  • დამსწრე საზოგადოების რჩეული ინკრემენტი: AI MSME დაკრედიტებაში

გამარჯვებული გუნდები - ბიზნეს სეგმენტის მართვის ლიგა და დატა ანალიტიკა. 

თითოეულ გამარჯვებულ გუნდს საჩუქრად 5000 ლარი გადაეცა.

დემო დღის არსებობით, თიბისი აგრძელებს უწყვეტ განვითარებაზე ფოკუსირებას და მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომების გაძლიერებას. ასევე, რა თქმა უნდა, ღიად აღინიშნება გუნდების შრომა და მიღწევები, რაც ხელს უწყობს ორგანიზაციული ღირებულებების კიდევ უფრო გამყარებას.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
თითქოს სიღარიბის შემცირების გამო, რეჟიმი სოციალური დახმარებას გადახედავს, დავალება უწყებებმა უკვე მიიღეს
პროკურატურამ ჩოხატაურში მომხდარ მკვლელობაზე ერთ პირს ბრალი წაუყენა
კობახიძე სინდისის პატიმრებზე - სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics