|
2016-03-25 16:57:51, 693 ნახვა
საზოგადოება
"თანამშრომლები შოუს დასადგამად არ მომიწვევია, დაგვაცადეთ მუშაობა" - ხმაური საკრებულოში
ბაგა-ბაღების ყოფილი დირექტორები თბილისის საკრებულოში მივიდნენ. ისინი იმ შეხვედრაზე დასწრებას ითხოვდნენ, რომელზეც ფრაქცია "რესპუბლიკელები", მერიის შიდა აუდიტის სამსახურისა და ბაღების მართვის სააგენტოს წარმომადგენლები უკანასკნელ პერიოდში ბაღებში მიმდინარე პროცესებზე მსჯელობენ. "რესპუბლიკელების" თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ მათ განუმარტა, რომ შეხვედრაზე დასწრებას ვერ შეძლებდნენ, რასაც ხმაური მოჰყვა. "სამუშაო რეჟიმში ვხვდებით ერთმანეთს. თანამშრომლები შოუს დასადგამად არ მოგვიწვევია,"-მიმართა მათ ხათუნა სამნიძემ. მისივე თქმით, გაუგებარია, ვინ დაშუვა სპეციალური საშვები, რომ ბაგა-ბაღების გათავისუფლებული დირექტორები შენობაში შესულიყვნენ. ამასთან, სამნიძის განცხადებით, მათთან შეხვედრას ცალკე გამართავენ. ცნობისთვის, ბაგა-ბაღების აღსაზრდელების მშობლები დილიდან რამდენიმე ბაღის დირექტორის გათავისუფლებას მერიასთან აპროტესტებდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)