11:32 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-10-30 10:15:13, 737 ნახვა

პოლიტიკა
Bloomberg: დონალდ ტრამპი 8 ნოემბერს ვიქტორ ორბანს შეხვდება

Bloomberg თეთრი სახლიდან წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 8 ნოემბერს უნგრეთის პრემიერ ვიქტორ ორბანთან შეხვედრას გამართავს.

წყარომ, ანონიმურობის პირობით, გამოცემას განუმარტა, რომ ამ ეტაპზე დაზუსტებული არ არის ვიქტორ ორბანისა და დონალდ ტრამპის შეხვედრის ადგილი. 

Bloomberg წერს, რომ მოლაპარაკებების მთავარი თემა, სავარაუდოდ, უნგრეთის ეკონომიკაზე აშშ-ის მიერ რუსულ ნავთობზე დაწესებული სანქციების გავლენა იქნება. 

მანამდე, უნგრეთის პრემიერმა თქვა, რომ მუშაობს გზებზე, როგორ აუაროს გვერდი რუსული ნავთობკომპანიების წინააღმდეგ აშშ-ის სანქციებს.

აშშ-მა 23 ოქტომბერს ორი მსხვილი რუსული ნავთობკომპანია - როსნეფტი და ლუკოილი დაასანქცირა. გარდა ამისა, აშშ-მა სანქციები დაუწესა როსნეფტისა და ლუკოილის 34 შვილობილ კომპანიას. 

მანამდე, როსნეფტსა და ლუკოილს დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამაც დაუწესა სანქციები.  

დიდმა ბრიტანეთმა განმარტა, რომ "ორივე კომპანია მხარს უჭერს რუსეთის ხელისუფლებას, რადგან საქმიანობენ სტრატეგიულად და ეკონომიკურად მნიშვნელოვან სექტორში".

რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული სრულმასშტაბიანი ომის შემდეგ, როსნეფტი და ლუკოილი ევროკავშირის შავ სიაშიც მოხვდნენ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ინვესტიციები თუ ანაბარი - როგორ დავაბანდოთ დანაზოგი ჭკვიანურად?
ქართულ ბანკებში 70.03 მლრდ ლარის დეპოზიტებია განთავსებული
ისრაელის არმია ადასტურებს მოჰამედ ოდეჰის მკვლელობას: ის იყო ერთ-ერთი ბოლო ჰამასის მეთაური, რომელმაც მონაწილეობა მიიღო 7 ოქტომბრის ხოცვა-ჟლეტაში
MyCellfie-მ საუკეთესო მობილური აპლიკაციის ჯილდო მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics