|
2015-02-18 11:17:21, 553 ნახვა
პოლიტიკა
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონთან რუსეთი დღეს ე.წ. „სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ ხელშეკრულებას გააფორმებს
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონთან რუსეთი დღეს ე.წ. სახელმწიფო საზღვრის შესახებ ხელშეკრულებას გააფორმებს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ სპეციალურ განცხადებაშია აღნიშნული. უწყების ცნობით, შეხვედრაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებული რეგიონის ე.წ. ხელისუფლების საგარეო საქმეთა მინისტრი დავით სანაკოევი სამომავლოდ სტრატეგიული თანამშრომლობისა და ინტეგრაციის შესახებ შეთანხმების გაფორმებაზეც იმსჯელებენ. „მსგავსი დოკუმენტის არსებობა ნებისმიერ მეზობელ ქვეყანასთან ურთიერთობის ქვაკუთხედს წარმოადგენს. მითუმეტეს მაშინ, როდესაც ქართული მხარისგან ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს და რუსეთი გეგმავს სამხრეთ ოსეთის ანექსიას, მიერთებას ან შთანთქმას. მსგავსი ინფორმაციის გავრცელების მიზანს, სამხრეთ კავკასიაში რუსეთის პოლიტიკის დისკრედიტაცია წარმოადგენს. თუმცა რუსეთის ურთიერთობა, როგორც სამხრეთ ოსეთთან ისე აფხაზეთთან ურთიერთ თანამშრომლობაზე, მეგობრობაზე და ურთიერთ პატივისცემაზეა დაფუძნებული“,-ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)