|
2025-10-20 20:52:55, 952 ნახვა
პოლიტიკა
ევროკავშირმა შესაძლოა „გარკვეულ ჯგუფებს“ გაუუქმოს უვიზო მიმოსვლა
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელის, კაია კალასის დღევანდელი განცხადებიდან ირკვევა, რომ შესაძლოა, ევროკავშირმა საქართველოსთან მიმართებაში უვიზო მიმოსვლის შეჩერების გადაწყვეტილება „გარკვეულ ჯგუფებთან“ დაკავშირებით მიიღოს. დღეს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა, - რომელიც ამავე დროს არის ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, - განაცხადა: „[ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა] მინისტრებმა ძალიან ნათლად განაცხადეს, რომ კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობა კვლავაც უარესდება საქართველოში“. მან ასევე თქვა, რომ „ევროპელი ელჩების წინააღმდეგ პირადი თავდასხმები მიუღებელია და დიპლომატიაში ამის ადგილი არ არის“. შემდეგ კი განაცხადა: „კომისია წელს, მოგვიანებით წარადგენს უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის შესახებ ანგარიშს. ეს, - ნოემბერში ვიზების შესახებ ახალი რეგულაციის ძალაში შესვლასთან ერთად, - გვაძლევს შესაძლებლობას, გავაუქმოთ უვიზო რეჟიმი ზოგიერთი ჯგუფისთვის“. 7 ოქტომბერს ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონმდებლობას, რომლითაც იოლდება ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის გაუქმება იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც წარმოადგენენ საფრთხეს ან არღვევენ ადამიანის უფლებებს. ბრიუსელი 2024 წლის შემოდგომის მოვლენების შემდეგ განიხილავს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების სანქცირებას, თუმცა ამისათვის საჭიროა წევრი ქვეყნების - 27-ვე წევრის - კონსენსუსი. კონსენსუსი არ არსებობს - რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის უნგრეთი და სლოვაკეთი, - ამ ზომას ეწინააღმდეგებიან. სანაცვლოდ, ბლოკი განიხილავს საქართველოსთან 2017 წლიდან მოქმედი უვიზო რეჟიმის გაუქმებას, - რადგან ეს კონსენსუსს არ საჭიროებს. ამისათვის „კვალიფიციური უმრავლესობაც“ არის საკმარისი. „კვალიფიციური უმრავლესობა“ ნიშნავს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების 55%-ს, რაც ევროკავშირის მთლიანი მოსახლეობის 65%-ს შეადგენს. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ევროკავშირის 19-მდე წევრი სახელმწიფო განიხილავს, სულ მცირე, დროებითი შეჩერების მხარდაჭერას. ევროკომისიამ თბილისი გააფრთხილა 2025 წლის ივლისში გაგზავნილ წერილში, რომელშიც ითხოვდა, რომ თბილისს აგვისტოს ბოლომდე გაეგზავნა განმარტებები. თბილისმა პასუხი გააგზავნა, თუმცა, როგორც ევროკავშირის რამდენიმე თანამდებობის პირი გვეუბნება, ბრიუსელზე პასუხებმა შთაბეჭდილება ვერ მოახდინა.
ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული ქართული კომპანიების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს
კალაძე: ორი წლის წინ რეაბილიტირებულ მეტროსადგურ „ავლაბარში“ წყალი ისე ჩადიოდა, როგორც გარეთ, შეისწავლეთ საკითხი
Washington Post: აშშ-ს ყოფილი მოკავშირე საქართველო ირანის ორბიტაზე ექცევა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)