13:37 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-10-20 14:55:42, 804 ნახვა

პოლიტიკა
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია: მოვუწოდებთ შსს-ს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ჟურნალისტი ქეთა ციცქიშვილი

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ფორმულას ჟურნალისტისა და ტელეწამყვანის, ქეთა ციცქიშვილის დაკავებას განცხადებით ეხმაურება და შსს-ს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ის.

ქარტია აცხადებს, რომ ქართული ოცნება განაგრძობს შეტევას დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ, მოქალაქეებისთვის შეკრების კონსტუტუციით დაცული უფლების შეზღუდვის ფონზე. 

მათი თქმით, მედია ქართული ოცნების სამიზნედ რჩება. 

"პოლიციამ დღეს, 20 ოქტომბერს, ტელეკომპანია „ფორმულას“ უკვე მეორე ჟურნალისტი, დღის გადაცემის წამყვანი, ქეთა ციცქიშვილი, დააკავა. ამის შესახებ ჟურნალისტმა ფეისბუქის პირად გვერდზე დაწერა. ტელეკომპანია „ფორმულა“ ჟურნალისტის დაკავებას განცხადებით გამოეხმაურა. სავარაუდოდ, პოლიცია ქეთი ციცქიშვილს, ისევე როგორც ვახო სანაიას, გზის გადაკეტვას ედავება.

სასამართლომ გუშინ „ფორმულას“ საღამოს გადაცემების წამყვანს, ჟურნალისტ ვახო სანაიას, 6-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა, სისხლის სამართლის კოდექსში საჩქაროდ შეტანილი - ორ დღეში სამი მოსმენით დამტკიცებული - ცვლილებების საფუძველზე.

„ქართული ოცნება“ განაგრძობს შეტევას დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ, მოქალაქეებისთვის შეკრების კონსტუტუციით დაცული უფლების შეზღუდვის ფონზე.

მედია „ქართული ოცნების“ სამიზნედ რჩება. მკვეთრად გაუარესებული საკანონმდებლო ჩარჩო, ძალადობრივი, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი გარემო, დაუსაბუთებელი ბრალით მაღალი ჯარიმებისა და პატიმრობის შეფარდება, სრული დაუცველობის განცდა - დღემდე ჟურნალისტების მიმართ ჩადენილი არცერთი დანაშაული არ არის გამოძიებული, ჟურნალისტებს პროფესიული მოვალეობის სრულფასოვნად შესრულებაში ხელს უშლის.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია პროტესტს გამოთქვამს ჟურნალისტების მიზანმიმართული დევნისა და შევიწროების გამო და სოლიდარობას უცხადებს ყველა ჟურნალისტს, ვინც „ქართული ოცნების“ რეპრესიული პოლიტიკის შედეგად დაზარალდა.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს, შეწყვიტოს კრიტიკული მედიისა და ჟურნალისტების დევნა კონსტიტუციის დარღვევით მიღებული კანონების გამოყენებით და მათ წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები დროულად გამოიძიოს", - ვკითხულობთ განცხადებაში. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული ქართული კომპანიების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს
კალაძე: ორი წლის წინ რეაბილიტირებულ მეტროსადგურ „ავლაბარში“ წყალი ისე ჩადიოდა, როგორც გარეთ, შეისწავლეთ საკითხი
Washington Post: აშშ-ს ყოფილი მოკავშირე საქართველო ირანის ორბიტაზე ექცევა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics