|
2016-03-24 12:13:00, 606 ნახვა
საზოგადოება
კვირის დოკუმენტი –ალექსანდრე ოზეროვის პროექტი
ეროვნული არქივის მიმდინარე კვირის დოკუმენტია თბილისში, მიხეილისა და კოლონიის ქუჩების კუთხეში (დღევანდელი დავით აღმაშენებლის გამზ. #44) მდებარე სამსართულიანი სახლის პროექტი, რომელიც დამტკიცებულია 1913 წლის თებერვალში. საცხოვრებელი სახლის მშენებლობის დამკვეთი იყო თბილისელი ვაჭარი დავით იუზბაშევი. მოგვიანებით, ათწლეულების განმავლობაში, აქ ფოსტა მდებარეობდა. შენობის არქიტექტურა ცნობილ არქიტექტორ ალექსანდრე ოზეროვს ეკუთვნის. ეროვნულ არქივში დაცული მასალებიდან ირკვევა, რომ მან პროექტი 1911 წლის დეკემბერში შეიქმნა. შენობის რეაბილიტაცია თბილისის განვითარების პროექტ „ახალი ტფილისის" პირველი ეტაპის ფარგლებში მიმდინარეობს. „კვირის დოკუმენტი" ეროვნული არქივის პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს არქივში დაცული უნიკალური და მრავალფეროვანი მასალის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას. დოკუმენტების ნახვა შესაძლებელია ეროვნული არქივის ვებგვერდზე:http://archives.gov.ge/ge/kviris-dokumenti, ასევე, ეროვნული არქივის გვერდზე სოციალურ ქსელში:https://www.facebook.com/NationalArchivesofGeorgia.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)