|
2025-10-04 00:09:18, 1514 ნახვა
პოლიტიკა
ხაზარაძე: რეჟიმის ჩამოშლა მის სუსტ წერტილებზე დარტყმით ხდება - ასეთია თბილისი
ლელო-ძლიერი საქართველო მოქალაქეებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს. მამუკა ხაზარაძის თქმით, შეიძლება, 1 ხმაც კი გადამწყვეტი გამოდგეს. "12 საათში ქართველმა ხალხმა ერთადერთი სწორი არჩევანი უნდა გავაკეთოთ და ივანიშვილის რუსულ რეჟიმს უარი ვუთხრათ, ამჯერად ადგილობრივ არჩევნებში. ბრძოლის ის სტრატეგია, რომელიც ჩვენ, როგორც საკუთარ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებელმა, პროდასავლურმა პარტიამ ავირჩიეთ, არის მშვიდობიანი გზა ქართული ოცნების დასამარცხებლად. გამოწვევა მივიღეთ და ბრძოლის უმძიმეს ველზე შევედით, რომ საქართველოს მოქალაქე კიდევ რამდენიმე წელი მოღალატე და ძალადობრივი რეჟიმის პირისპირ მარტო არ დავტოვოთ. ამ ნაბიჯით, ლელო-ძლიერი საქართველო ქართველი ხალხის დაკვეთას ვასრულებთ და ქვეყნისთვის ისტორიულ, გარდამტეხ მომენტში ხალხთან ერთად ვდგებით და ერთიანი ძალებით ამ უსამართლო და უთანასწორო ბრძოლაში შევდივართ. ჩვენ სახელმწიფოებრივი პოზიციით ვმოქმედებთ და ხელისუფლებიდან ოცნების რეჟიმის ჩამოსაშორებლად ყველა კონსტიტუციური გზით ვიბრძვით. ეს არის ბრძოლა თითოეული ქალაქისა და სოფლისთვის, თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებისა და სოციალური კეთილდღეობისთვის. გამარჯვების მისაღწევად უმნიშვნელოვანესია ყველა თქვენგანის ჩართულობა და არჩევნებში მონაწილეობა. ეს ის გარდამტეხი მომენტია, როცა შესაძლოა, ერთმა ხმამ გადაწყვიტოს ჩვენი ქალაქის ბედი და ჩვენი ქვეყნის მომავალი. ამიტომ, ამ გამოწვევას კიდევ უფრო დიდი ძალისხმევითა და პასუხისმგებლობით უნდა მივუდგეთ და 4 ოქტომბერს ივანიშვილის რუსულ რეჟიმს კიდევ ერთხელ ვუთხრათ არა. ხვალ მნიშვნელოვანი დღეა. ჩვენზეა დამოკიდებული, როგორ ვაგრძელებთ ბრძოლას ახალი საპარლამენტო არჩევნების მისაღწევად და პოლიტპატიმრების გასათავისუფლებლად. ასევე, საქართველოს ევროპულ გზაზე დასაბრუნებლად. ხვალინდელი არჩევანით ქართველმა ხალხმა ის მნიშვნელოვანი ბერკეტი უნდა მოიპოვოს, რომლითაც ის რუსულ რეჟიმს საბოლოოდ დააამარცხებს. რეჟიმის ჩამოშლა მის სუსტ წერტილებზე ძლიერი დარტყმით ხდება - სწორედ ასეთი სუსტი წერტილია თბილისი, რომელიც ოცნებამ უკვე წააგო და თუ ბევრი ოპოზიციური ამომრჩეველი მივა საარჩევნო უბნებზე, ხვალაც წააგებს. თბილისის წაგება კი ის წერტილი გახდება, საიდანაც რეჟიმის ჩამოშლის შეუქცევადი პროცესი დაიწყება. ამ კამპანიის დროს, თბილისმა დაინახა, რომ მას არჩევანი აქვს. ეს არჩევანი ირაკლი კუპრაძეა [...] ერთად უნდა დავიბრუნოთ თბილისი და საქართველო. არასოდეს დანებდეთ, ხვალ არჩევნებზე მოდით". - თქვა ხაზარაძემ. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ხვალ, 4 ოქტომბერს გაიმართება.
სასამართლომ გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდებულები დამნაშავედ ცნო, სასჯელს 2 ივნისს გამოცხადდება
15 წლის მოზარდი, რომელსაც თბილისში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
უკრაინამ სევასტოპოლსა და რუსეთის რამდენიმე რეგიონზე სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა
ვიდეოს გავრცელების შემდეგ, პროკურატურამ პოლიციელთა სავარაუდო ძალადობაზე გამოძიება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)